kids.ge logo

ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტს

ფავორიტებში დამატება
მშვიდობა შენს ნეშტს, მგოსანო,
ქართლისა წყლულთა მოზარე,
მშვიდობა, სულო ძლირო,
თავის სამშობლოს მოყვარე!..
დიდება შენს ჩანგს, რომ ბევრჯელ
თვალზე ცრემლები მომგვარე…
არ დავიწყა სამშობლომ
შენი მის ბედზე ტირილი,
მედგარი სულის კვეთება,
შავბედობაზედ ჩივილი,
დაუშრეტელი ნაღველი,
წყრომა და გულის ტკივილი.
მადლი შენს თანამოძმეთა, -
მიწა გახილეს მშობელი,
შენი სატრფო და სადარდო,
გულს ლახვარ-დამასობელი.
შენი მერანი კვლავაც რბის,
მისი ნავალიც შთენილა,
მადლოდ არ დაკარგულა,
თუ ოდეს ცრემლი დენილა.
მიღე ჩემი სალამიც,
გამოგზავნილი მთიდამა,
“ჩვენი არაგვიც” მუხლს გიყრის,
გადმომქუხარე კლდიდამა;
თვის “ატეხილი ჭალები”
ცრემლით ატირა ცხარითა,
სმენად გადიქცნენ ისინიც,
გრგვინვა რო ესმათ ბარითა,
ქედებმა თავი იდრიკეს,
ფიქრით მოიცვნენ მწარითა,
ამწვანებულნი მწვანედა,
განათებულნი მთვარითა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემის კაცობის გვირგვინოჩემის კაცობის გვირგვინო, ჩემო სამშობლო მხარეო! შენგან შობილი ოცნება გულს შანთად გავიყარეო. არ მიმეფარო თვ...გაზაფხულს ია ამოდისგაზაფხულს ია ამოდის, სთველში ირემი ჰყვირისო, - ეს ჩემი გული ტიალი ისევ და ისევ სტირისო. ღამით მინახავს მთ...დიდი თამარიქალო, ქართველთა სულის დგმავ, ქალო, ქართველთა დედაო! ტყუილად ვამბობთ შენს სიკვდილს, თამარს ცოცხალსა გხედაო...გული გავგზავნე ქვეყნადაგული გავგზავნე ქვეყნადა სალაღოდ, სანავარდოდა. სულ უტიფარი და ნორჩი, ვინ იცის, საით დარბოდა! დაბრუნდა, ჩემ...გიორგი სააკაძის სურათზედცალკე შენა ხარ და შენს პირდაპირ მეორე სახე მე მეხატება შენი ქვეყნისა - საქართველოსი… რამდენი ფიქრი მწვავს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026