kids.ge logo

გული გავგზავნე ქვეყნადა

ფავორიტებში დამატება
გული გავგზავნე ქვეყნადა
სალაღოდ, სანავარდოდა.
სულ უტიფარი და ნორჩი,
ვინ იცის, საით დარბოდა!
დაბრუნდა, ჩემთან მოვიდა,
შევხედე, ვეღარ ვიცანი:
თითასი წყლული სჭირს -
ტანჯვა-ვაების ნიშანი.
დამდნარა, ნალევს მთვარეს ჰგავ,
სულს ჰლევდა, თითქოს კვდებოდა.
ვეკითხებოდი, ხმას არ მცემს,
ცრემლის მორევში დნებოდა.
ვაბად ქმნილსა მოლხენის
ღარაფერი სცხებოდა.
ვასუსუვ-ვანუგეშებდი,
არ მისმენს, არა სცხრებოდა.
თვითეულს შეკითხვაზედა
ცრემლი ზღვად გადმოჰსკდებოდა.
გავიგე, რადაც სტიროდა
და რისათვისაც ბნდებოდა:
ქვეყნის ავ-კარგის გაცნობას
თურმე თან ცრემლი ჰხლებოდა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

1795 წლის სახსოვრადაგერ ამოდგა აჩრდილი, აკლდამის კარი გაიღო; რა ფრიად შეწუხებულა, ხელში ფრანგული აიღო… მოჰგვარეს ლურჯი ტაიჭი...ქართლსქართლო, დარდების ამშლელო, გულ-მაგარ ძეთა მხარეო! რო გნახე, გული აძგერდა, ფიქრი მეწვია მწარეო. არა ვსთქვა,...სიყვარულიშენმა სურვილმა დამლია, შენზე ფიქრმა და სევდამა, შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა, გულის თვალებით ხედვამა; მაო...სიყმე სიბერედ ვაქციესიყმე სიბერედ ვაქციე, ერი კი - ვერა ერადა. იმედი მქონდა... ჩონგური მოვმართე, დავჯე მღერადა. მეწადა, ჰანგი...მთას ვიყავმთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდეგ, თვალთ წინ მეფინა ქვეყანა, გულზე მესვენა მზე-მთვარე, ვლაპარაკობდი ღმერთთანა....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026