kids.ge logo

ნატვრა

ფავორიტებში დამატება
კლდე უნდა იყო, სალი კლდე -
მიწავ, რადა ხარ ფხვირი, -
რომ ვერა სთხრიდეს საფლავებს
ქარჩით მოხუცი ხნირი.
რატომ არვისგან იძლი
შენი სამეფო ძლირი?
არ იქნა, ლეშით არ გაძღა
ეგ შენი ხახა მშირი?
რამდენი კენჩხა გამოჰხარ,
რამდენი მკლავი ძლირი?
რამდენი სახე ქალისა,
ელვა - მთათ შუა რელი,
თვალები - მთვარე მომწყდარი,
წყვდიადში გამორელი,
წელია დილის მზის სხივი,
ვარდებში ჩამორელი.
მასაც ამას უპირობ,
ვინც მე მინათებს ღამითა,
ვისთვისაც სიცოცხლე მწყურან
ამ ბეჩარის ჟამითა,
დაჰშალო, დანაწილო
ძვლები და ლეში კანითა?
ზეზეურ დარჩეს, ღვთის მადლსა,
ყელ-გამოჭრილი დანითა,
რომ ფერფლი ჩემის ლეშისა,
გადატანილი ქარითა,
მიეხლოს იმის ნაშთის ფერფლს,
განედლებული ცვარითა.
მზემაცა ნახოს, მთვარემაც,
ცამ ვარსკვლავების ჯარითა
და გაზაფხულის იმა
მის ანგელოზის თვალითა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სიყვარულიშენმა სურვილმა დამლია, შენზე ფიქრმა და სევდამა, შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა, გულის თვალებით ხედვამა; მაო...გამოღმით მე ვარ, გაღმა – შენგამოღმით მე ვარ, გაღმა - შენ შუაზე მოდის მდინარე, ხიდი არ გვიძე წყალზედა, ფიქრი გვკლავს მოუთმინარე. მინდა...წიწილაქორმა წიწილა წაიღო, იძახდა "წიავ-წიავსა!" წიწილის თეთრი ბუმბული ველად გაჰქონდა ნიავსა... ღვარი წავიდა სის...სიცოცხლემ შხამი მასმიასიცოცხლემ შხამი მასმია, მე კახურ ღვინოდ შავირგე: შავსვი და არც მოვერიდე, თუმც მის სიმწარე გავიგე. ვიცოდი,...მწყემსი ქალიდაგძინებია, ქალაო, ლამაზო, ხუჭუჭ-თმიანო, ნეტავი გამაგებინა, რა გესიზმრება, ღვთიანო?! მოფრენა უდაბურს ტყეშ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026