kids.ge logo

ფშავლის სიმღერა

ფავორიტებში დამატება
მკვდარი ნუვისსა გგონივართ,
გრძნობა-მიხდილი ლეშია,
კიდევაც მიდუღს ვაჟასა
მთირი სისხლი მკერდშია.
რად-რა დავკარგავ იმედსა?
რად-რა ჩავიცვამ შავებსა?
რა მაქვს მე სამგლოვირო,
ვენაცვლე შენსა თვალებსა?!
სანამ კი ვსუნთქავ ბედკრული,
შევყურებ მზეს და მთვარესა,
შენს სიბეჩავეს დავაცვეთ
ჩემს დაწყლულებულს მკლავებსა.
თუ გიღალატო, დედაო,
ნუმც დავიმარხო მთაშია,
ნუ დასდვან ვაჟის ფშავლისა
ხმალი სატირლის თავშია.

ნუ დამიტიროს ქალ-რძალმა
საკაცეზედა კარშია;
შავეთში გამგზავრებულსა
ცხენი წამექცეს წყალშია;
ქვეყნისგან შაჩვენებულმა
ბინა დავკარგო ცაშია,
გამიწყდეს ბეწვის ხიდაი,
ჩავვარდე კუპრის ზღვაშია!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩიტი-ჩიორაამწვანდა მთები, ამწვანდა ჭალა, გამოიჩინა ბუნებამ ძალა. ჩიტი-ჩიორა გალობს და გალობს: არც დაეძინა, არც დაიღ...ამირანიადე, ამირან, რას გძინავ? ცხენს დაუყარე ხანძილი, დიაცის დაწუნებულსა ტირილი გინდა, გან ძილი. ხალხური. უზარმ...ერთი რამ მინდა სათქმელადერთი რამ მინდა სათქმელად, გულს ნისლად დაფარებული, ციდამ ცა-ქვეყნის გამგესი სამღერლად დაბარებული. ვსთქვა, ...ერთხელც იქნება, მოვკვდებიერთხელც იქნება, მოვკვდები, მივებარები მიწასა, _ გულსა და გრძნობას შაურევ ცივის სამარის ქვიშასა... ჩემს გუ...თქვენი ჭირიმე, ჰო, მთებოთქვენი ჭირიმე, ჰო, მთებო ქედაწვდილებო ზეცადა, რამ გაგაჩინათ, ნეტარა, ჩემფერის კაცის ბედადა?! ხან კი რომ დ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026