kids.ge logo

ჩივილი ხმლისა

ფავორიტებში დამატება
-დაჰჟანგებულხარ, გორდაო,
დაგობებია ქარქაში,
სადა გყავს შენი პატრონი,
დაგაწყებინოს კაშკაში?
-სადღა მყავს, ძმაო, პატრონი:
შამქორს გავწირე მკვდარია,
ორმოცგან სჭირდა ნახმლევი,
სდიდა სისხლის ღვარია.
ომში წინ წასვლა უყვარდა,
ხელთ დაბღუჯვილი ფარია;
რას დასდევდა სიკვდილსა,
ღომც არ შარცხვეს ჯარია,
მეფის თამარის გვირგვინი,
ქართველთ სამეფო გვარია.
ეხლა უშნოდ ვარ… დამკიდეს
ლაჩართ კედელზე უქმადა;
ვისღა სცალიან ჩემთვისა,
ქვეყანა იქცა დუქნადა.
გადამაგდებენ გირაოდ…
და გზირ-ნაცვლების ხელითა
ქვეყანა მხედავს მდებარეს
„არშინის”, „ჩოთქის” გვერდითა.
შვიდასი წელი გამიხდა,
არ გავპოხილვარ დუმითა,
არ ვულესივარ ქართველსა
დაღიღინებით ჩუმითა;
მისი ხმა აღარ მსმენია:
„გასჭერ, გამიშვი წინაო,
თუ სახელს არ მაშოვნინებ,
როგორ დავბრუნდე შინაო?!”

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მრწამს, მარად მიწამებიამრწამს, მარად მიწამებია მუდმივ სიცოცხლე სულისა, კარგისა, ქვეყნის მოყვარის, ქვეყნის ბედისგან წყლულისა. მრწ...ისევ შენ, ისევ, ქალაოისევ შენ, ისევ, ქალაო, მომხედე, გამიცინია. შენ მაინც ნუ მიღალატებ, მოვკვდები - დამიტირია. მაღლისა მთისა წ...მოლოდინიმცირე რამ ნისლის ნაწყვეტი მთას ეკრა ბუმბულივითა, ჰშვენოდა ფიქრებში გართვა, მინდორზედ სუმბულივითა. მთის წვ...ილიას საღამოფშავის ხევიდან ვესტუმრე დღეს იმერეთის მხარესა. ამ ტურფა არემარეში ფიქრებს განვიცდი მწარესა. ვდღესასწაულობ...ამირანიადე, ამირან, რას გძინავ? ცხენს დაუყარე ხანძილი, დიაცის დაწუნებულსა ტირილი გინდა, გან ძილი. ხალხური. უზარმ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026