kids.ge logo

ბაბუაჩემი

ფავორიტებში დამატება
ის, მისი დღე და წუთისოფელი,
როცა სწყუროდა, სულ ღვინოს სვამდა,
იდგა ბუხართან ხელადა სველი
და უღვიძებდა ბაბუას მადას.
ნამზინი და ზამთრის გულში
ტკბილი ქართულით მოლაპარაკე,
ჰყვებოდა მშვიდად ბუხრის გუგუნში
საბა-სულხანის იგავ-არაკებს.
არ იშორებდა წელზე სატევარს,
ბატონკაცური შვენოდა წვერი,
უყვარდა ლხინში ღამის გათევა -
მოგონებები ძველთაგან-ძველი.
უყვარდა მოხუცს ხმალამოწვდილი
ქართველის ეშხი და სილამაზე,
უყვარდა შვილი და შვილიშვილიც,
ამღერებული არწივის ხმაზე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საქართველოშისაქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე: ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და...ლალის მამალილალის მამალს ვინ არ იცნობს - დადის, როგორც ბედაური, ქათმებს მარჯვედ ხელმძღვანელობს, არის მათი მეთაური. ამ...დასვენების დღევდგავარ და ვხედავ, როგორ თენდება ეს დღე — მთისა და ბარის ზეიმით… ყოველთვის ტკბილად გამახსენდება მისი უბად...კრწანისის ყაყაჩოებიჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა, თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. შავჩოხიან...ანდერძიიყავი მუდამ ასე წარმტაცი, არ შეარცხვინო შენი მანდილი, გახსოვდეს მუდამ შენი ვაჟკაცი, შუაგულ ცეცხლში გადავა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026