kids.ge logo

მოსვლას აპირებს წვიმა

ფავორიტებში დამატება
მოსვლას აპირებს წვიმა,
იგრძნო ღრუბლების გემმა,
გააწკრილა სიმმა
შენი სახელი - ემა.

გადატეხილი მეხით
ლამის დაღამდეს ბარემ,
დიდებისაკენ ფეხით
კიდეც გასწია მთვარემ.

ყალბი ბოჰემა, აგერ,
სივრცეს უცქერის უვრცესს,
ჰგავს ის ძაფებით ნაკერ
ძველი გაზეთის ფურცელს.

დაე, მფრინავი ლანდი
მიქანებდეს ფოთლებს,
ყოს საღამო ზანტი,
მე კი გადავშლი ბოდლერს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

როგორც სიზმარიკვლავ მომაშუქებს მზე სიმტკიცეს დს დარიგებას, ბოლო არა აქვს ოცნებათ დენას, მე კარგად ვიცი, ვერ ახერხებს სი...მონაზონ ქალს ოფელიასგმართებს ტირილი და ცრემლთა ფრქვევა. სტიროდე,ადამ,სტიროდე,ევა! დასცვით,დასდაგეთ ოცნების ფერფლი, ბოროტი გვე...პოეტსო, შენს გარეშე ვერავის გახდის ბედი უკვდავად ცეცხლის მინაში, თავს მოწიწებით ვხრი შენი ტახტის დაუჭკნობელი დ...მამულიცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გავიარე - რაა მამული?! წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრ...მზეო თიბათვისამზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა, ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები. იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026