kids.ge logo

ჩვილი

ფავორიტებში დამატება
მიყვარს, მიყვარს, მე ტიკტიკი ჩვილის ყრმის,
მიყვარს სმენა უცნარისა მის ხმის,
დეს იგი ენითა სასუფევლის
ლერსებს წიაღთა თავის მშობლის!

მის სოფელი უზრუნველობით შენობს;
გარდა დედის ალერსისას არრას გრძნობს;
ნებივრობით და ღიმილით სულდგმულობს;
ყოველსავე შეპოვრად მჭვრეტელობს.

რა ფიქრობს იგი თავისს ცხოვრებას,
არ განიცდის იგი საწუთროს ვნებას;
გი თავის სანუკველითა შობით
მუნათებს თვისთა მშობელთ პირიქით.

ტიკტიკე ენითა უსუსურის,
ტიკტიკე, ვიდრე ჟამი დაგხარის,
ვიდრემდის ხარ, ყრმაო, თავისუფალი,
არ გიცვნია სოფელი მომღერალი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხმა იდუმალივისი ხმა არის ეს საკვირველი? რად აქვს გულს ესე ჩუმი ნაღველი? რა ვსცან პირველად წუთისოფელი, დავშთე ადგილი,...ნაპოლეონნაპოლეონმა გარდმოავლო თვალი ფრანციას, და თქვა: „აბაო ხელმწიფებამ რა შემიძინა?“ და რა იხილა თვისს დიდების ...აღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველიაღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველი, მცირითა შუქით გარდუყარა ცასა ღრუბელი, დიდ სამქუხარო, საავდარო, ...ცისა ფერს, ლურჯსა ფერსცისა ფერს, ლურჯსა ფერს, პირველად ქმნილსა ფერს და არ ამ ქვეყნიერს, სიყრმიდგან ვეტრფოდი. და ახლაც, როს სისხ...საფლავი მეფის ირაკლისამოვიდრეკ მუხლთა შენს საფლავს წინ, გმირო მხცოვანო, და ცრემლთ დავანთხევ შენს სახელზე, მეფევ ხმოვანო! ახ, რა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026