kids.ge logo

ჩემი ლოცვა

ფავორიტებში დამატება
ღმერთო მამაო, მომიხილე ძე შეცდომილი
და განმასვენე ვნებათაგან ბოროტ-ღელვილი!
ნუთუ მამასა არღა ჰქონდეს გულის-ტკივილი,
დეს იხილოს განსაცდელში შემცოდე შვილი?

ჰოი, სახირო, ნუ წარვიკვეთ მე სასობას:
პირველ უმანკომ თვით ადამმაც სცოდა შენს მცნებას,
უმსხვერპლა წადილს სამოთხისა მშვენირება,
გარნა იხილა სასუფევლის მან ნეტარება.

ცხოვრების წყაროვ, მასვ წმინდათა წყალთაგან შენთა,
დამინთქე მათში სალმობანი გულისა სენთა!
რა დაჰქროლონ ნავსა ჩემსა ქართა ვნებისა;
რამედ მოეც მას სადგური მყუდრობისა!

გულთა-მხილავო, ცხად არს შენდა გულისა სიღმე:
შენ უწინარეს ჩემსა უწი, რას ვიზრახო მე,
და - ჩემთა ბაგეთ რაღა დაუშთთ შენდა სათქმელად?
მაშა დუმილიც მიმითვალე შენდამი ლოცვად!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემთ მეგობართჭაბუკნო, ვიდრე ცხოვრების დღეთ დილა გინათებთ და სიყვარული გულის ჭირთაც გისიამოვნებთ, არ დაიჩნიოთ შავის ბედ...არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმაარ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმა: მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა! მინდა...ნაპოლეონნაპოლეონმა გარდმოავლო თვალი ფრანციას, და თქვა: „აბაო ხელმწიფებამ რა შემიძინა?“ და რა იხილა თვისს დიდების ...საყურევითა პეპელა არხევს ნელნელა სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს, ასე საყურე, უცხო საყურე, ეთამაშება თავისსა ა...შენნი დალალნი ყრილობენ გველადშენნი დალალნი ყრილობენ გველად სპეტაკს მკერდზედა, ტრფობისა ველად, და თვალთა ჩემთა ადავრიშებენ ხან ნუგეშისთ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026