kids.ge logo

ელეგია

ფავორიტებში დამატება
მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა
მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა
და თეთრი ზოლი შორის მთებისა
ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა.
არსადამ ხმა, არსით ძახილი!..
მშობელი შობილს არრას მეტყოდა,
ზოგჯერ-კი ტანჯვით ამოძახილი
ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა!
ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი
კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ელერსება...
ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნიკოლოზ ბარათაშვილზედცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება, და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარ...ციური ხმებიციურნი ხმები — ეგ საკვირვლები, როს მომესმიან, მსწრაფლ მომითხრობენ, საიდამ სრბიან და სად სცხოვრობენ, და ნე...მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარულიმას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული, ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვება! შენს ძარღვის ცემას მე ყ...პოეტიმისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო ვით ფრინველმა გარეგანმა; არა მარტო ტკბილ ხმებისთვის გამომგზავნა ქვეყნად ცამ...მტკვრის პირასკვლავ ჩემ-წინ მტკვარი მორბის ქუხილით, ამ ქუხილში ვცნობ მშობლიურ გრგვინვას, კვლავ ჩემი გული იმავ წუხილით შ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026