kids.ge logo

მაშინ დავსტკბები სრულის სამოთხით

ფავორიტებში დამატება
მაშინ დავსტკბები სრულის სამოთხით,
როს, ვით მე გეტრფი, შენცა მეტრფოდე,
და ქალწულების კრთომით, მორცხვობით
მე შენს სიყვარულს მეუბნებოდე;

მე დაგყურებდე ტრფილებითა,
შენ ჩემს გულზედა თავი გესვენოს;
წყუროდეს, მაგრამ კრძალულებითა
მე შენთვის კოცნაც ვერ გამებედნოს.

ვიშ, მაგ შენს ნარნარს გულის-ცემასა.
ვით ლოცვის ბგერას, ლმობით ვისმენდე
და ცოდვილთ ფიქრთა ზედ-მოსევასა
შენის სიწმინდით ვიგერიებდე...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ალექსანდრე ჭავჭავაძეЕго стихов пленительная сладостъ Пройдет веков завистливую далъ. პუშკინი. მისი ლექსი შვებით, ლხენით ხან მ...მტკვრის პირასკვლავ ჩემ-წინ მტკვარი მორბის ქუხილით, ამ ქუხილში ვცნობ მშობლიურ გრგვინვას, კვლავ ჩემი გული იმავ წუხილით შ...მესმის, მესმის სანატრელიმესმის, მესმის სანატრელი ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა! სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს დასათრგუნვლად მონობის...ბედნიერი ერიჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი? მძიმე ყალნით, ლამაზ ფალნით მორთული და მშვენიერი; უწყინარი, უჩივა...ბაზალეთის ტბაბაზალეთისა ტბის ძირას ოქროს აკვანი არისო, და მის გარშემო, წყლის ქვეშე, უცხო წალკოტი ჰყვავისო. მწვანეა მუდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026