kids.ge logo

სიზმარი

ფავორიტებში დამატება

"წუხელი საზმარი ვნახე,
ნეტავ, დედავ, რაო? -
ალვისხე რომ წამოიქცა,
ნეტავ, დედავ, რაო?"-
"შვილო, შენი ტანი არის,
ვაჰ, შენს დედასაო!" -
"ხეს რომ ტოტები მოემტვრა,
ნეტავ, დედავ, რაო!" -
"შვილო, შენი მკლავებია,
ვაჰ, შენს დედასაო!" -
"ვაზს რომ ფურცელი სცვიდა,
ნეტავ, დედავ, რაო?" -
"შვილო, შენი ქოჩორია,
ვაჰ, შენს დედასაო!" -
"წყალს კიდობანი მოჰქონდა,
ნეტავ, დედავ, რაო?" -
"შვილო, შენი კუბო არი,
ვაჰ, შენს დედასაო!" -
"ეზოში ძროხა ბღადა,
ნეტავ, დედავ, რაო?" -
"შვილო, დედაშენი არი,
ვაჰ, შენს დედასაო!" -
"ტყეში ირემი ჰყვიროდა,
ნეტავ, დედავ, რაო?" -
"შვილო, მამაშენი არი,
ვაჰ, შენს დედასაო!"

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მაკვდია, ბეჩავ იერემომაკვდია, ბეჩავ იერემო, დასდევა სიღარიბის ჯოხი? მიწანიმც დაილოცებიან შიშველნი დაგიმალნეს ხორცნი....თამარ მეფესთამარს უამბო დედამა: „შვილო, სიზმარი ვნახეო, საწუთროს ჯამში ჩავხედე, ქვეყანა დავინახეო, - შენ იყო მთელი ხ...შენმა სურვილმა დამლიაშენმა სურვილმა დამლია, შენზედ ფიქრმა და სევდამა, შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა, გულის თვალებით ხედვამა. მა...სიმღერა მამულზეჰაი, დილილმე, დილილმე, მთა-ბარი შემოვირბინე, მთაში წყარონი მღერიან, ბარში მინდორი ბიბინებს. წყაროსაც დავე...წუთისოფელიწუთისოფელი რა არი? აგორებული ქვა არი. რა წამს კი დავიბადებით, იქვე საფლავი მზა არი. საცა სოფელში მიხვიდე,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026