kids.ge logo

სიტყვა ეული

ფავორიტებში დამატება
სიტყვა გადვაგდე ერშია,
სიტყვა, რა სიტყვა? - ელი,
ტანჯულის გულის ნაცრემლი,
ვარმით ნაკვები, სნელი,
გულ-გაგმირული, ბეჩავი,
თავს მანდილ-ჩამოხელი!
სე წვა-დაგვით გაზრდილმა,
რას ვიფიქრებდი, იხარა...
წვერს მარგალიტი მოისხა,
ტანი ზურმუხტით იფარა;
მთელს ქვეყანაზე სხვივსა ჰფენს,
როგორც ცამ გამოდარა.
დაბრძანდა ოქროს ტახტზედა,
ვით მეფე, ქვეყნის მპყრობელი:
საა ქვეყნის ნუგეში,
მას შეჰხარის სოფელი;
მე ჩემთვის ჩუმად ვიცინი,
მისი კეთილის-მყოფელი.
ვიცინი... იმას, ქვეყანას,
ან რა საქმე აქვს ჩემთანა?
მიხარის, ჩემმა გაზრდილმა
რომ ბინა ჰპოვა ერთანა, -
ერთმა საწყალმა სიტყვამა,
ბოროტ კაცთაგან წყეულმა,
ბეჩავმა, ცრემლით ნაბანმა,
თავს მანდილ-ჩამოხეულმა...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კლდე და მდინარეI კლდეს შაეზღუდა ხეობა, რაზეც მდინარე დიოდა, - სალსა, ასპიტსა, დიდრონსა ფერფლიც-კი არა სცვიოდა. მდინარე უ...როს ვუკვირდები თავის თავს…როს ვუკვირდები თავის თავს და არ ვემდური მეტადა: მადლს დავთვლი ათასობითა, ცოდვა სამ რჩება კენტადა, მხრები ...მერცხლის სიმღერადავჩეკე წვრილი ბარტყები, დამეზრდებიან მალეო; იფრენენ, იჭიკჭიკებენ ლაღად დღესა თუ ხვალეო. კატავ, შე ამოსაგ...მოგონებადარბაზში იჯდა თავადი, დინჯად ჩიბუხსა ჰსუტავდა, და მის წინ ქონის სანთელი მკრთალი ნათელით ბჟუტავდა. მოხუცებ...ცაზე იარე, მთვარეოცაზე იარე, მთვარეო, მზეო, აბძანდი-დაბძანდი!.. მთებო, იშიშვლეთ გულ-მკერდი, ხან მოიხვიეთ ნაბადი... დაწვიმე,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026