kids.ge logo

ჩვენი ციგა

ფავორიტებში დამატება
ციგაბა თუკი გინდა,
ჩავსრიალდეთ თოვლში მთიდან
მიგვაქროლებს ჩვენი ციგა!
ცეკვა-ცეკვით ცვივა ციდან,
ფანტელები ციდა-ციდა!
მიგვაქროლებს ჩვენო ციგა!

უჰ! გუნდები დაგვაფრინდა!
დაგვიშინეს ყველა მხრიდან!
მიგვაქროლებს ჩვენი ციგა!
გაგვეცალეთ ყველა გზიდან!
ეჰ! ფერდობზე გადავიდა...
გადაბრუნდა
ჩვენი
ციგა!

ავტორის შესახებ

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026