kids.ge logo

ტასო ვარ თუ პეპი?!

ფავორიტებში დამატება
პეპის თუ მეძახიან,
ტასო რაღას დამარქვეს,
დოლს ნუ უბრახუნებო,
ჰოდა, ლამის წამართვეს.

რომ იცოდეთ, ეს დოლი
გუშინ მამამ მიყიდა.
კი არ დავაბრახუნებ,
კლიპს ვამზადებ დილიდან.

თქვენ კი სულ არ მიჯერებთ,
სიმღერესაც მიწუნებთ,..
თქვენი შიშით ოდნავაც
ვეღარ დავიწუწუნებ?!

ბარემ, მტრედის ბუდეში
მათვლევინეთ ხუნდები,
გრძელი წინდაც ჩამაცვით,
მაწვევინეთ გუფთები.

პეპი ნუღარ გგონივართ,
თორემ გაგიბრაზდებით,
ავდგები და პეპისთან
მართლა გავიპარები...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედის თვემარტი კაბას იკერავსო, ბებომ გუშინ მასწავლა, ცისარტყელა შვიდფერაა, მზე კი თურმე - ცხრათვალა. მარტს დედის თ...ნიას სიმღერანია ხატავს პრინცესას, მზეთუნახავს, ფრთებიანს, თმაში უწნავს სიმღერით ყაყაჩოს, ხალებიანს. სად იყო და სად არ...უშგულელი თოვლის ბაბუჭრელ ხურჯინში უამრავი საჩუქრები ჩაუწყვია, უშგულელი თოვლის ბაბუ რა კეთილი, რა უხვია. თეთრ ცხენს ისე მოაგელ...ნინოს შიშიწვიმის შხაპუნა წვეთები ეფერებიან ბაღებს, ნინო სარკმელთან დამდგარა, ფანჯარას ფრთხილად აღებს და შორს, მაღალ...პეპლებიჩემს თოჯინას კაბა შეუკერა დედამ, ნახეთ, ამ კაბაზე ხომ პეპლები სხედან? გადავწყვიტე ჩუმად ყველა დამეჭირა, ა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026