kids.ge logo

სახლი

ფავორიტებში დამატება

ჩიტს ბუდე აქვს,
დათვს - ბუნაგი,
ციყვს - ფუღურო,
თაგვს კი სორო.
ყველა თავის
ბინას აგებს,
ყველა თავის
სახლში ცხოვრობს.
ლოკოკინას
აქვს ნიჟარა,
კუს - ბაკანი,
როგორც რკინა.
ზურგით დააქვთ
შარა-შარა
სახლი კუს და
ლოკოკინას.
ყველას თავის
სახლი უყვარს.
რა სჯობია,
როცა დაღლილს,
გელოდება
შენი კერა,
გელოდება
შენი სახლი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თოვლის შვილიშვილიგაუჭირდა თოვლის პაპას, ხვნეშით დადის, წამლებს ყლაპავს. დავბერდიო, - ასე ამბობს, - მხნედ ვიყავი შარშან ამ ...ციყვიაღარ სწავლობს ციყვი თავის გაკვეთილებს, თხილის დანახვაზე აკაწკაწებს კბილებს. წიგნს არ იღებს ხელში, კითხვა ...ციკოს თოვლის პაპაახლა წლამდე ცოტა დარჩა, მოადგება აგერ, მთებს. მუხის ძირას ციყვი ციკო თოვლის პაპას აკეთებს. მოაგროვა სამი ...რკოს კაცუნადღეს პატარა ვერიკომ მოაგროვა ტყეში რკო. მერე დაჯდა ხის ძირას, გააკეთა იცი, რა? პაწაწინა კაცუნა, რკოსთავა ...მაიმუნიაბა, აქ სად ვიქანავებთ?! არ ჰკიდია ლიანები! ან ტოტებზე სად ვიხტუნოთ?! არც ხეები შრიალებენ! თუკი რამეს მოგ...
ნახატის ავტორი:
ნინო (9 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ვასილ გულეურის ლექსი „სახლი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026