kids.ge logo

ბაიათი

ფავორიტებში დამატება
აწ, ვიწყო ბათი,
რტოს გძღვნიდე ბათი!
გიშრის მშვილდის მოზიდვით
სარს მკრავ ბათი!
სახედ მომცა მანათა,
ელვარებით მანათა,
შვიდ ციურთა ელვარეთ
გარდამატა მან ათა.
მელნის ტბისა მორევსა
მზე შვენებით მორევსა;
ჩემის სევდის სალბუნსა
თვისის ხელით მთრევსა!
ზამბახ-ყელი სურისა;
მისი ტრფობა მსურისა!
არღავნისა ბაგედგან
შენ შარბათი სუ რისა?
ალვა რგულია ხისა,
მჯობი ყოვლი სახისა!
ერთხელ მთქმელი ვახისა
და ათასის ახისა!
როს წამი მხვდეს დარული?
თვალთ მიცა და რული,
გული იწყლა უბრალოდ,
სისხლი სდინდა დარული!
საყვარელი ვარ დისა,
ტატანივით ვარდი სა!
ბრწყინვალება მაცვიფრებს
და ბაგენი ვარდისა!
ველს მაღნარსა მებარა,
სიცოცხლითა მებარა;
ლალს მწყერი მიჰქონდეს,-
რათღა მერქვას მე ბარა?
სურვის ეშხი მას რევდა,
შაქარ-ყანდი მას რევდა,
პირს ებადა საფირონს,
ხმა უხელით მას რევდა!
ცეცხლი კვლავ მწვავს დაგულსა;
მაღრიტებრ მზევ დაგულსა!
მარავს ვისი მწუხარობს:
რამინ ეტრფოდა გულსა!
თეთრ მარმარსა ებანა,
სირინს ტკბილად ებანა;
სრათა ჰქონდა ედემი,
ცად სამყარო ებანა!
აწ განცხრომა მეშალა,
შაჰშრა ქუფრად მეშალა;
დღე რა იქმნა მიმწუხრი,
სუდარი ტანს მეშალა!
გვერდს ლახვარი დამეცა,
ტრფობის ბედი დამეცა.
შენ ანგელი და მეცა!
სად ქვეყანა სუფევდეს,
შენც იქ იყავ და მეცა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვაშა მას დღესვაშა მას დღეს, როს განმეღო ცის კარი! განკვირვება მჭვრეტთ სასურვოდ ისმოდა! ნათელსა ჰსთოვს აფროდიტი-ცისკარი...გიშრის ნავნიგიშრის ნავნი შავთა ზღვათა არობენ, ირისენი მთვარეზედ კამარობენ, ორნი ტოლნი თანასწორ ბზინვარობენ, მათ-თან ჭ...მე მივხვდი მაგა შენსა ბრალებსამე მივხვდი მაგას შენსა ბრალებსა! მე განგიცხადებ დანამალებსა! რად არა ჰრიდენ განსაკრძალებსა, ხელი რად მიჰყ...მე შენი მგონემე შენი მგონე, ჭირს შემკონე, დამწვი, მალ ალო, ზილფო ნაშალო, შემაშალო, მკვლელთ დალალო, მთიებო პირო, მიჯნურ...დილას მთიებსდილას მთიებს აღმომჭვირვალს დახედა; მიცი, მზეებრ სხივთა მტყორცნის ისარად; გულო, ტრფობის კლასებს ზესთა დახე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026