kids.ge logo

ირაკლი მეფის ქება

ფავორიტებში დამატება
ღმერთო! მოეც დიდი დღე,
მტერზე განაძლირე,
ბოლთ, ქვრივთა, გლახაკთ მწე,
რაკლი!
ვამკოთ ქართველთ ცხებული
ღვთისგან განმეფებული.
დავითის შტო ქებული,
რაკლი!
ღმერთო! მოეც დიდი დღე,
მტერზე განაძლირე,
ბოლთ, ქვრივთა, გლახაკთ მწე
რაკლი!
როს ქართლს აღმოუბრწყინდა,
ყოვლი მძლავრი შეშინდა,
მით სახელი განდიდა
რაკლი!
ღმერთო მოეც დიდი დღე,
მტერზე განაძლირე,
ბოლთ-ქვრივთა, გლახაკთ მწე,
რაკლი!
ღაყვავა სჯულია,
ქრისტეს ბრძანებულია,
მოსცა მჰსჯავრი სრული
რაკლი!
ღმერთო! მოეც დიდი დღე,
მტერზე განაძლირე,
ბოლთ, ქვრივთა, გლახაკთ მწე,
რაკლი!
მარადის ებრძვის სპარსთა,
მახმედისა მოსავთა,
ბევრგზის სძლია ოსმალთა
რაკლი!
ღმერთო მოეც დიდი დღე,
მტერზე განაძლირე,
ბოლთ, ქვრივთა, გლახაკთ მწე,
რაკლი!
ეზრახვის რუსთ-ხელმწიფე,
ღუთქვამს, ექმნას შემწე,
რადგან ოსმალთ არის მძლე
რაკლი!
ღმერთო! მოეც დიდი დღე,
მტერზე განაძლირე,
ბოლთ, ქვრივთა, გლახაკთ მწე,
რაკლი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

აღვახვამ ქებად ბაგესაა. აღვახვამ ქებად ბაგესა, თუმც შევიძელ მკობილება. ბ. ბანოვანთა უტურფესო, გიქო მაღალ-შობილება! გ. გულს გან...მარად შენ მიმაჩნდემარად შენ მიმაჩნდე ჩემს დამფარველად! მუნითა ვარდს მიფენ, ვით ამბარებით. ვიცი დღენი მიხსენი შენს დამსახმელ...სტვენს ბულბულისტვენს ბულბული ვარდსა ზედა, ხმა საბრალოდ მეამედა; კოცნა ვეღარ გაებედა საბრალო აირა, ხმა დამთვრალო აირა, მ...ბედისადმიჰე, ბედო, რა ხარ? შენი ხატი ვინ სახოს, ყოვლ ფერობათა მონაო? ხელ-მწიფედ მზა ხარ, მაგრამ ვერვინ ვერ ნახოს შ...ჰაერი ცივ-ნამიანიჰაერი ცივ-ნამიანი, ჩემთვის აღარ-ა დღიანი! მას ვშორავ გულ-სევდიანი, ვის მოლოდნა მაქვს გვიანი! ქუფრ-ხვევით,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026