kids.ge logo

ბულბული ვარდზედ

ფავორიტებში დამატება
ბულბული, ვარდზედ მჯდარი, ეტყოდა მას მსტვინავი:
„ვარდო, ვარდო, მტანჯ ჩემო, გვედრებ გულით მტკინავი,
მაღირსე, თუ როგორ არს გაშლა შენი მღინავი,
მწუხრსა აქეთ აქ ვზივარ, ფურცლებზედა მკონავი!“

სე ყეფდა ბულბული, ოდესცა ღამე ბნელი
მოიცვამდა ჭალებსა, ქრიდა ნივი ნელი.
და როს სდუმდა ბულბული, მაშინ აღმოხდა მთვარე,
ვარდმანც მაშინ მოჰფინა სუნნელება მის არე.

მაგრამ მგოსანსა თურმე მორია გლახ რული.
აღმობრწყინდა მთიბიც და ფრთოსანთ მხიარული
გალობა ყვეს ჰაერში, განაღვიძეს ბულბული;
ნახა ვარდი ფურცვნილი და მყის მოუკვდა გული.

თვალნი ემოსა ცრემლით, გული სევდის საცლმითა,
ფრთა ფრთას ჰკრა და აღმაღლდა, მსტვინავი ლმობის ხმითა.
უხმო ყოველთა სირთა: „მოდით და შემოკრბითა,
მისმინეთ, შემიბრალეთ, ვის მივმართო წყლულითა?“

„განთიდით ღამედმდე შევფრფინვიდი კოკრობას,
არ ვზოგავდი სიცოცხლეს, უძილობას, გალობას;
მქონდა მცირე წადილი, ვერ მივხვდი კი ძნელობას:
მსურდა გაშლა ვარდისა, არ ვჰფიქრობდი დაჭკნობას!“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი;ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი; მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი. ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავ...აღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველიაღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველი, მცირითა შუქით გარდუყარა ცასა ღრუბელი, დიდ სამქუხარო, საავდარო, ...ძია გ...სთანძიავ, ყაბახი, სამშობლო შენი, წაგართო ავის ენისა გესლმან; სატრფონი მისნი შემოგარენი გარდახვეწილსა დაგიხშო ...ცისა ფერს, ლურჯსა ფერსცისა ფერს, ლურჯსა ფერს, პირველად ქმნილსა ფერს და არ ამ ქვეყნიერს, სიყრმიდგან ვეტრფოდი. და ახლაც, როს სისხ...დამქროლა ქარმან სასტიკმან, თან წარმიტანა ყვავილიდამქროლა ქარმან სასტიკმან, თან წარმიტანა ყვავილი, მაცხოვლებელი სიცოცხლის, სუნნელებითა აღვსილი. იგი ნიადაგ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026