kids.ge logo

ხმა სირინოს

ფავორიტებში დამატება
ხმა სირინოს, თმა-ღულამბარ-წინამოს,
დამქროლო ნივო, არვედ ერე!
მზე-აპოლოს, დისკო უძღვენ წინამოს,
შვიდთა მთენთა ერთი ხლებად ერე!
ვინ სულთ ბაზრად შეშენენ შენები,
მუნ სადაღნი შავად საგნად შენები!
მეტყვი: "მოი, გულო შავ-გლახ, შენ ები,
ძვირად სადმე საფარდულად ერე!
თეთრთა ზღვათა შავნი ნავნი მანავნი,
ესრეთ ვჰგონე, მან განავნა მანავნი;
არ იკადრა ლიმენს ტევრი მან ავნი.
შავნი ჰინდნი მას დარაჯად ერე!
ვსთქვი: რა ვნახე უცხო სახე დარანი,
მიესხივნეს გულთ სათენი დარანი.
ლალს მოეცვა ბარანის დარანი,
სადაფს ვარქვი: "შენ ტილად ერე!"
ვარდსა ბაღი გაწითლა არვებით;
თუ შევეხით, არ უეკლოდ, არ ვებით.
მისს მაჯნუნსა რამცა ჰქონდეს არ ვებით!
ჰხამს ეკალი ზედან გულზედ ერე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მე შენმა ფიქრმა მიმარინდამე შენმა ფიქრმა მიმარინდა, ჩაველ ჭირებსა! ანდამატისებრ მიმიზიდავ, ვჰგავ ნამჭირვებსა! ვარდის ბაგენი შვენიე...ან-ალვაო ტანადობითან, ალვაო, ტანადობით, ბან ბულბულს მიგიგავს ენა; გან, გიელვარებს პირი, დონ, დახატული ხარ შენა; ენ, ელვარე,...მზე-ჭაბუკ ორბელიანსდამპალო ლეშო, თვალ-ხენეშო, გულ-ღადარაო, ეშმაკთ ბუდეო, ბეჭ-მრუდეო, კერპთ სადარაო, არ უზიანო, კუზიანო, მაწუ...მშვენიერთა ხელმწიფევმშვენიერთა ხელმწიფევ, მკლავ სიშორით შენითა! კვნესის გული საკვდავად, მსწრაფლ მჩივარის ენითა! შენ მოგშორდი,...მირიან ბატონიშვილსკრემენჩუკს გრიგოლ უწოდა სახელად: "სახლო უკარო". მენიშნა, დავრთე ნებანი, თანხმობით თავი უკარო. ყოვლის სოფლ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026