kids.ge logo

მირიან ბატონიშვილს

მეორე

ფავორიტებში დამატება
რაცა, განათლებულო,
გებრძანეს ჩემგან წერითა, -
ასჯერ მადლობით მკითხველი.
მე ვერა გავძეხ მზერითა
ქება მოგიძღვნა, ვითა ვთქვა,
რა გკადრო შესაფერითა?
მუქაფად ღმერთმან გვირგვინი
შეგიქმნას თვისის ცერითა!

ხრმალთა და ქაფქირთ ღირება,
რადგან ოსმალთა გვჭირება,
მათ ვინღა ახირება,
რა გინდ სით იყოს ხშირება?
მე მათი ასე მცირება
როდეს შემეჭირება,
გარნა თუ ჩემი მწირება
ჰსჯულად არ დამეფირება!

თქვენ მღვდელსა თვისი ნაწერი
საამჯმნოდ გა[ა]ხდევინეთ.
ცოცხალსა ტყავსა ვინ გახდის?
მაგრამ მას გაახდევინეთ!
მაგის აქ სირბილს და მანდა
ეს რადღა გარდახდევინეთ?
ჭოპოს ლაპობით პირს ქაფი
ქაფქირით მოახდევინეთ!

სხვა მოგახსენო უცხოი,
ეს ქვრიმად დამითესია:
თქვენც გეხსენებათ, ყიზილბაშთ
რა ჰსჯული აქვთ და წესია.
თვისი ლაქია მან მოკლა,
მაზედ რა უბრმესია;
სხვას პოსლანიკსა სისხლსა სთხოვს.
ჭირში ჰყავს დანამკვნესია.

ნეტა გიჩვენათ, ამაზე
ვითა კასკასებს გრიგორი.
სევდით განეყო დალაქსა,
თქვა: "თამაზასთან ვიგორი".
მერე გრიგორს მოსტეხეს
ხელი; კრივ-კულაჩს იგორი.
თუ ასე ასტყდენ, ვერ, ვგონებ,
გარდავლონ ჩიმი-დიდგორი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მშვენიერთა ხელმწიფევმშვენიერთა ხელმწიფევ, მკლავ სიშორით შენითა! კვნესის გული საკვდავად, მსწრაფლ მჩივარის ენითა! შენ მოგშორდი,...მოგშორდი სულსამოგშორდი სულსა აღნაგ-შემკულსა, ბრძენ-განკაზმულსა, ანდამატ-გულსა, ჩემთვის მოსრულსა, გონება-სრულსა!...დავით სარდლისადმისარდარო! ყარიბი. აწ აჯა-ქნევით ჩემს კალამს ვარქვ, რათა გძღვნიდეს შენ სალამს, სიტყვით მართვიდეს თეთრს ალამ...მარად შენ მიმაჩნდემარად შენ მიმაჩნდე ჩემს დამფარველად! მუნითა ვარდს მიფენ, ვით ამბარებით. ვიცი დღენი მიხსენი შენს დამსახმელ...ცრემლთა მდინარეცრემლთა მდინარე, სისხლ-მჩინარე, მიპყრობს ხედვასა; ვითღა გიხილო? სოფლისა ბრჭალმან, ვით გრიიგალმან, ჩემსა ბ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026