kids.ge logo

ქეთინო, გამოიცანი!

ფავორიტებში დამატება
გ ა მ ო ც ა ნ ა :
მტერია სიბნელის,
მტერია წყვდიდის,
ყველაზე ლამაზი,
ყველაზე თბილი,
დიდი,
ზვიდი,
ნაზი და კეთილი
ძინებს ღამით და
იღვიძებს დილით.

პ ა ს უ ხ ი :
ყველაზე ლამაზი?
ყველაზე კეთილი?
ზვიდი,
დიდი,
რა არის ნეტა?
შენ თუ მზე გგონია,
რა ხარ მართალი,
ეს გახლავთ ჩემი და
მანანას დედა.

გ ა მ ო ც ა ნ ა :
ყველაზე ძლირი,
ყველაზე მამაცი,
ლამაზი ფაფარით,
ძლირი ტორით,
გრუხუნა,
ბრუხუნა,
სამართლის გამჩენი,
ქვეყნად რომ არა ჰყავს
ტოლი და სწორი.

პ ა ს უ ხ ი :
გრუხუნა?
ბრუხუნა?
ძლირი, მამაცი?
ნეტავი რად უნდა
მიხვედრა ამას?
შენ ლომი გგონია?
რა ხარ მართალი,
ეს გახლავთ ჩემი და
მანანას მამა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მგელი, ბატკანი და მურიაერთხელ ბატკანმა მურიას შეჰკადრა საყვედურია: - რაა, რომ ბატკნებს მგლის შიშით ვერ გვიჭამია პურია?! გაბრაზებ...დღეობახვალ არის ჩემი დღეობა, იქნება დიდი ღრეობა. უკვე დღე არის მესამე დანებს და ჩანგლებს ლესავენ, ჩამოვლენ, როგ...ქეთინოს ვედრება მზისადმიმზეო, დაბრუნდი, დაბრუნდი, ნუ ჩაეშვები ზღვაში. ზღვას ცეცხლი წაეკიდება, ჩემი მამა ზის ნავში. იმას რომ რამე ...იავნანაბულბული ვარდის კოკორზე მღეროდა იავნანასო, კატამ თქვა: - მივეპარები და გადავსანსლავ ამასო. ამის გამგონე ბუ...ქეთინოდედიკომ და მამიკომ დამიტოვეს ქეთინო, ასე მითხრეს: - მიხედე, არაფერი ეტკინოს; არაფერი გატეხოს, არ დაკუწოს ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026