kids.ge logo

შევკრთი, როს ვნახე

ფავორიტებში დამატება
შევკრთი, როს ვნახე წალკოტს მსხდომარე,
სად ვარდი შლილა და შვენის არე,
სხივთ მოფენილნი უცხოთ ზდილობენ.
დავბრუნდი ჭმუნვით, დავშთი მგლომარე.

მთიბო, შენ გიშრის თვალსადა,
კეკლუცთა მიმოსვლა სადა,
ტკბილად უბნობა სადა;
ვით მიუცი-ვარ წვასადა!

თმენით მტანჯვენ, თუცა მდაგვენ, ვით მე მალხენენ.
მსურს, მინდა ვაქო, მუდამ ბულბული,
შეყრობით ვარდთან ხმით დადაგული,
ჰყეფს გადაგებით, შლით ვერ ნახული;
ღამე მკლავს ოხვრა, დღენი აქვს მწარე.

ნარგიზნი ჰგრძნობენ, - ვარდის ქებითა
სამან ოხრავს მწუხარებითა;
ზამბახნი შლილან გარსა კრებითა.
მეც ან მიმსურნე, ან გამატარე!

რადგან შევიქენ, მონა ვარ მარად,
მიმართებს მოვსთქვა ლექსი ამ გვარად:
ესდენი ტანჯვა მაკმარე მწყნარად,
ბესიკი ერთ მცირედს მეც დამადარე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სვისადმისახე მრგვალ გიცი, ცის ხატო სვეო, მბრუნაო დღეო! უნივთოს პირით გზათ გარდამხვეო, მხიბლაო მწეო! მიმდომთა შენთ...პირ ზამბახნიპირ ზამბახნი, ღაწვნი ვარდნი სად არი? სახე სავსე მთვარის მზგავსი, სადარი; ბროლის ცაზედ ქუფრად ხალნი იმკობი...დავით სარდლისადმისარდარო! ყარიბი. აწ აჯა-ქნევით ჩემს კალამს ვარქვ, რათა გძღვნიდეს შენ სალამს, სიტყვით მართვიდეს თეთრს ალამ...ჭადრაკზედ ზმებინიჭად რა კიდარ უკადრად მე ფერხნი შემჰსდგენ ღონითა; ჟილ ბლაზი ერის მეტ ლიზღვით დამმხედ არ იყოს ჰხსონითა; დ...შავ გლახ გულოშავ გლახ გულო, ვისთვის იწვი მუდამით? მიჯნურთ ეშხი ესოდენს ხანს რიდებით! ვისთვის ხელობ, ვის[თვის] შმაგობ მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026