kids.ge logo

შემსვი ნუ ჰყოვნი შესმასა

ფავორიტებში დამატება
შემსმი ნუ ჰყოვნი შესმასა,
ნურცა იფიქრებ ვნებასა!
პირველ თუმც გაწყენ, შემდეგაც
გაცინებ, მიგცემ შვებასა.
ღვინოსაც შეჰსვამ, მეც დამლევ,
სხვანიც გეტყვიან ქებასა;
დაცლილი სხმასა მიმარტყი,
მაწვიე ჩემსა ნებასა!
რაგვარ მე ვარ აღსავსებით,
შენცა დამხვდი ისე გულად!
ნუ იშიშვი შესმას ჩემსა:
არ ვარ მწარე მეწამულად!
ლალის წყარო ჩემსა შიგან
სდგას და გიცდის შესასმელად.
ჰა, კარგი! ნუღარ სჯაბნობ,
მეწაფე და შემსვი სრულად!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სოლომონ მეფის ეპიტაფიაადამის ძმითმან მიწა თქმისა სმენამან მომატყვა ხმაი, ურჩებითა შვებული; მომსხლა უწყალმან სამოთხით დავითისით ...გიშრის ნავნიგიშრის ნავნი შავთა ზღვათა არობენ, ირისენი მთვარეზედ კამარობენ, ორნი ტოლნი თანასწორ ბზინვარობენ, მათ-თან ჭ...ამბავს ავწერ ადრინდელსაა. ამბავს ავწერ ადრინდელსა, აღმკულების აღმკობასა, ბ. ბულბულ ბევრად ბუდობასა, ბედისაგან ბირებასა, გ. გულთ ...ვაჲ ესე დრონივაჲ ესე დრონი, საყვედრონი, მომცემს წყენასა! ვინ უძლოს ჭირთა ჩემთა თქმასა, ანუ სმენასა? ვსთქვამ მსმენელთაც...მე შენმა ფიქრმა მიმარინდამე შენმა ფიქრმა მიმარინდა, ჩაველ ჭირებსა! ანდამატისებრ მიმიზიდავ, ვჰგავ ნამჭირვებსა! ვარდის ბაგენი შვენიე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026