kids.ge logo

ნემსი

ფავორიტებში დამატება
ძაფს რომ ნემსში ვერ აგებს,
ბებო ბრაზობს ძალიან,
მიჯავრდება ხანდახან,
თითქოს ჩემი ბრალია,
შორიდან რომ ვუქცერი,
გული დარდით მევსება,
დამიტანჯეს ბებიკო
საძაგელმა ნემსებმა.
გაგონილა ასეთი?
რატომ ვერა ხვდებიან...
დიდი ნემსი უყიდონ
ჩემს საყვარელ ბებიას!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დათუნიაგამარჯობა, დათუნია, რა კარგი ხარ, ლამაზი, ვერ მიცანი? შემომხედე, მე ვარ, შენი თამაზი. ყურადღებას არც კი მ...სარფელი მეთევზე ბავშვების სიმღერააიდა, აიდა, გასცურე, ბაიდა, გამოდი, კეფალო, გამოდი, სტავრიდა! აიდა, აიდა, მოუსვი, ბაიდა, დელფინი მოვარდა,...გოჭებიდასდევს კუდში მურია ლანძღვითა და გინებით, მთელი ეზო დათხარეს პაწაწინა დინგებით. გუშინ დოქი გატეხეს, ჩაიპა...ნამდვილი ამბავითურმე ქათმების წყევლამა მელია დააელამა, საქათმის ნაცვლად საძაღლის კარი შეაღო მელამა. იმ საძაღლეში რაც მოხ...ექიმიმოვიდა და გაგვსინჯა ერთად მე და ბებია, მერე უთხრა დედიკოს: - ბავშვი გაგცივებიათ. მე კი სულ არ მციოდა, თბი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026