kids.ge logo

ორი დათვი

ფავორიტებში დამატება

ერთხელ ორი დათუნია,
დილით ადრე ადგა,
მინდორში გაბაჯბაჯება
გადაწყვიტეს რახან.
სულ დუდუნით გაუყვნენ გზას,
აღმაცა და დაღმაც,
სანამ მინდვრამდე მივიდნენ
გარეს ცხრა მთა.
როგორც იქნა ეღირსათ და...
მოაღწიეს, აჰა!
ცოტა ხანში ტორით თელდნენ
მინდვრის ქორფა ბალახს.
თუმცა უცებ უცნარი
დანახეს რაღაც.
ზუსტად მათკენ მოფრინავდა,
ფორმით მრგვალი გახლდათ.
_ ვაი, ნეტავ რაა?
უჩველო რამ ჩანს.
მისთანა უფრთო ჩიტი,
ჩვენთან ტყეში არ გვყავს.
-__ და ეგება ქვაა?
დიდი, მრგვალი ქვაა,
ვიღაც რეგვენმა ააგდო,
თავს ჩვენ ვუშვერთ ახლა!
__ ქვა არა და ლოდი,
უნდა იყოს ლოდი!
თან ტალახში ნაგდებია,
მაგიტომ აქვს კოპლი.
__ ნეტავ ასე ვის ემჩატა,
ვინ დაღვარა ოფლი?
მის მსროლელს ან მოსცლია,
ან არა აქვს გონი!
თუ დავიჭერ არ ასცდება,
ეს ბუხუნა ტორი!
-__სანამ ასე დუდღუნებდა
და იქნევდა მუშტებს,
მანამ ბახ....და ის უცნობი
დაასკუპდა კუშტ ბელს.
ჰოდა, იწვა გაშხლართული
წუთი ოცდაორი,
მერე თვლემა მობეზრდა და...
ჯმუხს გამოჰკრა ტორი.
__რას დამტირი, ცოცხალი ვარ,
არ ყოფილა ლოდი.
ამ ვაივიშს ძმაო გვიჯობს,
ვითამაშოთ მოდი.
და მას შემდეგ უკეთესი
გასართობი არ აქვთ,
სადაც არ უნდა წავიდნენ,
ბურთი მუდამ თან აქვთ.
ხან დასდევენ, ხან კენწლავენ,
ან ურტყამენ კარში,
ერთი მერეს ეძახის
პასი მომე, პასი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ინტერნეტი ტყეშიკომპიუტერს თუ არ სწყალობ და არ იცი უცხო ენა, __დროს და მოდას ჩამორჩიო__ ასე ამბობს ტყეში ყველა. საიტიდან ...ბაჯბაჯა ბელიბაჯბაჯა ბელს რა უნდა? ერთი დიდი სკა უნდა! მძიმეა და ძვრა უნდა, ბელს კი გარჯა არ უნდა. მაგრამ თაფლი ხომ უნ...მელიების ქორწილიერთხელ მელამ ქორწილში, მტვერში, ქარში, ორპირში, ხმელი ხის და კლდის ძირში მაყარს უხმო კისკისით. თანაც სუფრ...დღეობა აქვს მაჩვსდღეობა აქვს მაჩვს, ვერ ასვენებს თათს — უსაჩუქროდ არ მოხვიდე! უმესიჯებს თახვს. — ტორს ტორტი გა...მეც გამიშვით სკოლაშითვლაც ვიცი და ანგარიშიც არასდროს არ მეშლება, ხტუნვა_თამაშზე ფიქრებით ხელი არ შემეშლება. დილით ადრე წამოდგ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026