kids.ge logo

გაზაფხულო ლამაზო

ფავორიტებში დამატება

ჩემო ჭრელო პეპლებო,
ჩემო ლურჯო იბო,
ჩემო ნუშის ხებო,
ჩემო ჩიტუნიბო.
როდის აყვავილდებით,
ატმებო და ვაშლებო,
ტყეში მარწყვის საკრეფად
როდის წავალთ, ბავშვებო?
ჰა, ზამთარი მიდის და...
თოვლი დნება ნელ-ნელა.
ი, თავი ამოჰყო
ბუჩქის ძირას ენძელამ.
საწყალ თოვლის ბაბუას
დავუშინოთ გუნდები;
გაზაფხულო, ლამაზო,
მალე დაგვიბრუნდები?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბებერი მწევრისა და ტრაბახა კურდღლის გასაუბრებაკურდღელმა უთხრა: - მწევარო! შენ რომ დაეძებ, მე ვარო, თუ ვაჟკაცი ხარ, მობრძანდი, აგერ ბუჩქებში ვწევარო. მწ...სტუმარ-მასპინძელიაბა დელია-დელია, ყვავმა იშოვა ყველია, პატარა ლხინი მოაწყო, მოიპატიჟა მელია. მართალი არის, მელია ლოთი და ღ...ნანალურჯ ჯეჯილს ეკითხებოდა გაოცებული ნანაო: - ეგ კაბა ყაყაჩოებით ვინ მოგიქარგა, ყანაო? ერთი ის კაცი მაჩვენე, ...ჩოჩორიბაბუაჩემს წიგნები დავუხიე ამ დილით, დამსაჯეს და მთელი დღე არ მაჭამეს სადილი. რომ ვიტირე, დედიკომ დამაწიწკ...ზამთარიბიჭოს, რა თოვლი მოვიდა, ნეტავ საიდან მოვიდა, იმდენ ხანს დააგვიანა, ალბათ, ძალიან შორიდან. აუ, რამდენი ფიფ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026