kids.ge logo

გაზაფხულო ლამაზო

ფავორიტებში დამატება

ჩემო ჭრელო პეპლებო,
ჩემო ლურჯო იბო,
ჩემო ნუშის ხებო,
ჩემო ჩიტუნიბო.
როდის აყვავილდებით,
ატმებო და ვაშლებო,
ტყეში მარწყვის საკრეფად
როდის წავალთ, ბავშვებო?
ჰა, ზამთარი მიდის და...
თოვლი დნება ნელ-ნელა.
ი, თავი ამოჰყო
ბუჩქის ძირას ენძელამ.
საწყალ თოვლის ბაბუას
დავუშინოთ გუნდები;
გაზაფხულო, ლამაზო,
მალე დაგვიბრუნდები?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მღერიან თუშის ბიჭებიმიტანტალებენ ბილიკზე თუშის პატარა ბიჭები, ფეხში ესობათ ეკლები, ფეხში ესობათ ხიჭვები. მიდიან, მიიმღერიან, ...იავნანაბულბული ვარდის კოკორზე მღეროდა იავნანასო, კატამ თქვა: - მივეპარები და გადავსანსლავ ამასო. ამის გამგონე ბუ...შაშვებიხეზე შემოსხდნენ შაშვები, შურდულს ესვრიან ბავშვები. - შაშვი ხომ მგალობელია, ჰეი, ბავშვებო, რას შვრებით! და...ვაი დედასა!ტყეში გაისმა კიკინი, შეიძრა მთები სურების, კუჭგამომხმარმა ტურებმა გამოიფხიკეს ყურები. სოროებიდან გამოძვრნ...ბაღიმე ბაღი ბაღი მეგონა, ყვავილებით და პეპლებით, აქ კი რა დამხვდა? - მაგიდა, წიგნი და მასწავლებელი, ვაშლის ფა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026