kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება

(შემოკლებით)

ხარია შემოდგომა
ყველას, დიდს თუ პატარას,
მიტომ, რომ კაკლებს ბერტყენ,
დუღებენ თათარას.

მიტომ, რომ ვენახს კრეფენ,
ქვევრებს რეცხენ ღიპიანს;
მიტომ, რომ რაც ხილია,
ყველა ხილი მწიფეა!

ხარია შემოდგომა
ყველას ასე ძალიან,
მიტომ, რომ სავსე
ბეღელი და ნალია.

მიტომ, რომ სავსე
კალათი და გოდორი,
მიტომ, რომ ირევა
ცაში ოქროს ფოთოლი...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ციცოწყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო, მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო, ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევი...მელიქიშვილის გამზირიმელიქიშვილის გამზირი, ია, ვარდი და ბზა... უშენოდ ვეღარ გავძელი, ჩემი ბალღობის გზავ. გზად სტუდენტობა იჩქარ...შემოდგომის იდილიაშემოდგომის იდილია! სად ერწო და ღულელია, ყველაფერი ყვითელია, ყველაფერი კეთილი... მარტო ბრიყვი კუნელია, ეს ...წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსოწყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო, მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო, ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევი...ოდესმე დიდი ყოფილა საქართველოჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო, ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო. ყოფილა დავით-მეფე-აღმაშენებელი, ყოფილან ო...

ნახატი ლექსები

ლექსზე „შემოდგომა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026