kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება

(შემოკლებით)

ხარია შემოდგომა
ყველას, დიდს თუ პატარას,
მიტომ, რომ კაკლებს ბერტყენ,
დუღებენ თათარას.

მიტომ, რომ ვენახს კრეფენ,
ქვევრებს რეცხენ ღიპიანს;
მიტომ, რომ რაც ხილია,
ყველა ხილი მწიფეა!

ხარია შემოდგომა
ყველას ასე ძალიან,
მიტომ, რომ სავსე
ბეღელი და ნალია.

მიტომ, რომ სავსე
კალათი და გოდორი,
მიტომ, რომ ირევა
ცაში ოქროს ფოთოლი...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვერაფერი გამიგია...ვერაფერი გამიგია, ცხოვრებაში რა ხდება; ყველაფერი წამიგია - მეგობრები მაკლდება. ბრაუნინგით არ მომკვდარან, ...კაცური კაცის ცხოვრებაკაცური კაცის ცხოვრება, გზა, წიგნი სისხლით ნაფერი, ხელახლა აიწონება, ხელახლა სუყველაფერი! მედროვის ყალბი დ...წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსოწყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო, მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო, ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევი...ციცოწყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო, მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო, ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევი...შემოდგომის იდილიაშემოდგომის იდილია! სად ერწო და ღულელია, ყველაფერი ყვითელია, ყველაფერი კეთილი... მარტო ბრიყვი კუნელია, ეს ...

ნახატი ლექსები

ლექსზე „შემოდგომა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026