kids.ge logo

ნუციკო

ფავორიტებში დამატება

- ბებოს ქოლგით დავდივარ,
არ გეგონოთ პატარა.
წვიმა ვერ დამასველებს,
მზე ვერ დამწვავს თაკარა.

- სულ შენს ბებოს ჰგავხარ,
მეტყვის ბაბუ ოხვრით.
ბებოსავით დადიხარ,
ბებოს მიხვრა-მოხვრით.

- ვდარდობ, როცა ბაბუას,
ვხედავ, ხელში წამლით.
მინდა, რომ მოვარჩინო
ჩემი კარგი სწავლით.

აი, ლექსიც ვისწავლე,
თამდედაც დავთვალე.
ნეტა ამდენ სწავლაში,
მშველის ბაბუს სათვალე?

ბაბუ! ამ შენს სათვალეს,
ღარ მივეკარები;
ეს რამდენი მაწვალა,
მატკივა თვალები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზღარბსრა ვქნა, მიწევს, კვლავ, დატუქსვა ზღარბის, დღე და ღამე ის ქუჩაში დარბის. - ზღარბუნიავ, ნუ დარბიხარ გზაზე, ...ირინა და ხბო- დედი, დედი! იცი, რა?- მე ბოჩოლამ მირქინა! უკან გამომეკიდა და კინაღამ მიკბინა. -არ გრცხვენია ირინა? ხბომ...ბებოსთან სოფლადვაშა! ახალი წელია და დღეს დილიდან თოვს, ბებო მიმჯდარა ბუხართან, ჩემთვის თბილ წინდებს ქსოვს. რექსს უხარია ...ბებოს დალოცვაბებოს ბიჭო, მათე, წელში გაიმართე; და ეგ შენი ავტო, წესის დაცვით მართე. სულ მწვანეზე გევლოს, ბებო შემოგევლ...ჩემო ბებო ლამაზო!დღეს მე დასაძინებლად ჩემს დედიკოს მივყვები; გაგებუტე, ბებია, ზღაპარს რომ არ მიყვები. კარგი, ნუ გაბრაზდები...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026