kids.ge logo

ჩემო ბებო ლამაზო!

ფავორიტებში დამატება

დღეს მე დასაძინებლად
ჩემს დედიკოს მივყვები;
გაგებუტე, ბებია,
ზღაპარს რომ არ მიყვები.

კარგი, ნუ გაბრაზდები,
ბებო, იცი, გპირდები:
დღეს ხომ გაბუტული ვარ?! -
ხვალე შეგირიგდები.

ახლა გინდა მაკოცო?
სე იგი, არ ბრაზობ?
კარგი, მაშინ, შევრიგდეთ,
ჩემო ბებო ლამაზო!

მოდი, ჯერ შეგიმშრალო
ცრემლინი ლოყები...
ბებო, ბებო, მითხარი,-
რომელ ზღაპარს მოყვები?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქრისტესთვალება ცა მიყვარსქრისტესთვალება ცა მიყვარს, ცა უღრუბლო და ნათელი; იგი ტაძარში წამიყვანს, ხელში ხატით და სანთელით. „წმინდაა...აქ მოდი თეთრო ქათამოაქ მოდი თეთრო ქათამო, საჭმელი უნდა გაჭამო. შეჭამე, რაც აქ პურია, თორემ შეგიჭამს მურია!...გულდაწყვეტილი გოგონაუცხო ბიჭმა მომაწოდა, დღეს, კამფეტი, კარამელი; გამიხარდა, გავხსენი და შიგ არ იყო არაფერი!...ბებოს დალოცვაბებოს ბიჭო, მათე, წელში გაიმართე; და ეგ შენი ავტო, წესის დაცვით მართე. სულ მწვანეზე გევლოს, ბებო შემოგევლ...მამი ჩამოდი ეზოში!მამი, ხომ გიყვარს ბავშვები, რატომ არ გვეთამაშები?! ჩქარა ჩამოდი ეზოში, ამდენ ხანს სახლში რას შვები?! ჩამო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026