kids.ge logo

ია

ფავორიტებში დამატება
ველში ია ამოვიდა,
მიხედა, მოხედა,
-მწყურიაო! - ჩუმადა თქვა,
დაძახება ვერ გაბედა.

ზღვის ორთქლი და ოხშივარი,
რაც ცას დღისით აწურა,
ცვარ-ნამებად გარდაქმნილი
ის გულზე დაეპკურა.

გაზაფხულის კოხტა ყვავილს
გულს სიამზე მოფინა,
ველს სალამი მისთავაზა
და მადლობით ცას შესცინა.

კოპწიას და ჩანასკულსა,
ლურჯქათიბა-კაბიანსა
მთაც ნაკადულს უგზავნიდა,
ცივწინწკლება-ქაფიანსა.

და უთვლიდა გამარჯვებას,
ცხონდა თქვენი მშობელიო,
აქ ეს არის, მანდ შენა ხარ
გაზაფხულის მთხრობელიო...

ველში ია ცქრიალებდა,
კლდეზე წყარო ჩქრიალებდა,
მთა და ბარში გაზაფხულის
უხვი მადლი ტრიალებდა...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მამალი- იცით, ქათმებო, რას გეტყვით, მეტი რომ არ ვთქვა თავზედა, ჩემი ბადალი, მითხარით, ვინ არის ქვეყანაზედა?! და...მთხოვარიგზის პირას იდგა მთხოვარი, სად ხალხი მიმოდიოდა, გამვლელ და გამომვლელთანა უძლურებაზე ჩიოდა: - დამიგდო ავადმ...ჩიტი და ილაპატარა ილამ ეზოში ბევრი იცელქა დილითა; გამოაყრუა მიდამო გამხმარი ლელის სტვირითა. შემდეგ მოახტა ცხენჯოხას,...ცხენობანაგადამსხდარან ყმაწვილები გამხმარ ჯოხის ცხენებზედა, საჯირითოდ გამოსულან ბექობსა და სერებზედა. ზოგს აცვია, ზ...კოწო და კუწოკოწომ კუწოს გადასძახა: -გაახილე, კუწო, თვალი? ერთი მითხარ, გენაცვალე, როგორა გყავს დედოფალი? -ქალო, რაღა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026