kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება

მზისფერი და ოქროსფერი,
ხვავიანი,ლამაზი,
წელიწადის დროებს შორის
ბრწყინავს ,როგორც ალმასი.
თათარით და ჩურჩხელებით,
მაჭარით და ბადაგით,
ჩირით სავსე აივნებით,
ჭრელა-ჭრულა ფარდაგით.
გოგრებით და ყურძნის მთებით,
წაბლით,კომშით,ხურმებით,
გოგო-ბიჭის კისკისით და
ლამაზი შეხუმრებით ....
ფელამუშში ნიგვზებით და
ჩალა-თივის სურნელით,
ტყის პირებზე ასკილით და
წითელთვალა კუნელით.
შეპარული სიგრილით და
მონაბერი ნივით,
ჯახები სავსე ხვავით,
ვაშლით,მსხლით და ქლივით.
ხის გობიდან იცინიან
ბროწელი, სიმინდი,
მადლირი უნდა ვიყოთ
ბოძებული სიმდიდრის.
ვერ დაგვაკლოს ვერაფერი
ცხომ, მტრულად მოსულმა,
გაძლიერდი საქართველო,
შემოდგომა მოსულა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩოჩორიდაბაკუნობს მინდორში საყვარელი ჩოჩორი, თავი მოაქვს კიტრივით -შეუჭრია ქოჩორი. ნეტა ვინ შეუკრიჭა ასე კოხტად,...კატა და თაგუნაგუშინ თაგვი შევნიშნე, სახლის ბოლოს კუთხეში. აქეთ კატა დარბოდა, მსუნაგი და უხეში. შეამჩნია თაგუნა ძველ პურ...ბაჭიკო და სტაფილოს კექსისაახალწლო სამზადისის დატრიალდა სურნელი, სტაფილოს კექსს უნაწილებს კურდღლებს დედა მზრუნველი. აფუსფუსდნენ ბა...წიწილადაიკარგა წიწილა, დარბის წიავ-წიავით, მოყვითალო ბუმბულებს უფრიალებს ნიავი. აქეთ კრუხი ქოთქოთებს, ჰკიცხავს ...ზარმაცის ეჭვიჭიანჭველას შემოუდევს ზურგზე დიდი ტვირთი, მერამდენე გზას აკეთებს-უკვე ვეღარ ვითვლი. მეც შემეძლოს ნეტა ასე ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026