kids.ge logo

ზამთარი

ფავორიტებში დამატება

წვიმა, თოვლი, ავდარი...
ი, ესეც ზამთარი!
ყინვა დადის კარდაკარ,
სუსხი დააქვს ქარდაქარ,
მიწა თოვლმა დაჰბურა,
თუ ნაბდები დაჰხურა?
გაფერმკრთალდნენ დღები,
გაითოშნენ ხები,
სითბო მოგუნება
მოწყენილმა ბუნებამ.
ნეტავ თავს სად აფარებს?
მზე რატომ არ ანათებს?
ჩამალულა ღრუბლებში,-
ცის ფუმფულა უბეში...
განა მზისა ნათელი,-
ცვივა თოვლის ფანტელი,
სუსხი, თოვლი, ავდარი...
სეთია ზამთარი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სკოლისაკენ!-რა ლამაზი დღე გათენდა!- აჟღურტულდნენ ჩიტუნები. -ასე სად მიიჩქარიან გოგონები? ბიჭუნები? -გუშინ რომ დანავა...წვიმაწკაპი-წკუპი-წკაპუნა, მე წვიმა ვარ შხაპუნა, ჩქარა, გარეთ გამოდით, ნინიკო და პაპუნა! გესმით? ფანჯრის მინაზე...ახალ წელს ვულოცავ ყველას!ძველი უკვე მიბრძანდება- ახალ წელს ვულოცავთ ყველას, დიდებსაც და პატარებსაც, - ვარსკვლავების სადარებსაც. მთ...პატარა ქირურგი-ჩუ, სიჩუმე! ყველას თეთრი ხალათი თუ გაცვიათ? ლაშა ექიმი აკეთებს მძიმე ოპერაციას... -ვის უკეთებს? -ჩვენი თ...ასეთია ზამთრის ღამე- დღე უეცრად გაიპარა... მითხარ, ერთი, რა მოხდა? -ღამე მეტად გაიზარდა, დღე კი მეტად დამოკლდა. -ადრიანად ჩა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026