kids.ge logo

მანანა და ლალი

ფავორიტებში დამატება

მ ა ნ ა ნ ა - ლალი, ლალი, ჩემო ლალი!
ლალი - რაო, ჩემო მანანა?
მ ა ნ ა ნ ა - ეს თოჯინა დედაშენმა
ჩემთან გამოგატანა?
ლ ა ლ ი - რასა ბრძანებ, ქალბატონო!
არ გათხოვებ არასდროს,
გინდა ისევ გაცივო,
სევ სურდო დამართო?
მ ა ნ ა ნ ა - რადგან ასე მეუბნები,
რადგან ასე მაჯავრებ,
დამიბრუნე ჩემი ვაშლი,
მე რომ გუშინ გაჭამე.
ლ ა ლ ი - არაფერიც, არაფერიც,
რაფერსაც არ მოგცემ,
იმ ვაშლისთვის, აღარ გახსოვს,
ლოყაზე რომ გაკოცე?
მ ა ნ ა ნ ა - მე რომ წიგნი მოგიტანე
კარგი წასაკითხავი?..
ლ ა ლ ი - მერე მე რომ მოგარჩინე,
ქიმი რომ ვიყავი?
მ ა ნ ა ნ ა - ჰო-ჰო-ჰო-ჰო, დიდი საქმე,
სულ არ იცი თამაში,
გახსოვს, მე რომ მოგეხმარე
კანფეტების ჭამაში?
ლ ა ლ ი - მერე მე რომ შენს თოჯინას
გავუკეთე ნემსები?!
მ ა ნ ა ნ ა - მერე მე რომ წაგიკითხე
დიდი, გრძელი ლექსები?!
ლ ა ლ ი - როგორც ვხედავ, ქალბატონო,
მადური ბრძანდები,
დაგავიწყდა, გუშინწინ რომ
გამომართვი ბაბთები?
მ ა ნ ა ნ ა - არც თოჯინა მინდა შენი,
ღარც შენი ვაშლები,
ბუტე, ბუტე, გაგებუტე,
ღარ გეთამაშები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქეთინოს ვედრება მზისადმიმზეო, დაბრუნდი, დაბრუნდი, ნუ ჩაეშვები ზღვაში. ზღვას ცეცხლი წაეკიდება, ჩემი მამა ზის ნავში. იმას რომ რამე ...ნამდვილი ამბავითურმე ქათმების წყევლამა მელია დააელამა, საქათმის ნაცვლად საძაღლის კარი შეაღო მელამა. იმ საძაღლეში რაც მოხ...ბუაბებომ იმდენი მაშინა, - მოვა და შეგჭამს ბუაო, მე მგონი თვითონ შეშინდა და წნევამ გააბრუაო. ნუ გეშინია, ბები...ნანალურჯ ჯეჯილს ეკითხებოდა გაოცებული ნანაო: - ეგ კაბა ყაყაჩოებით ვინ მოგიქარგა, ყანაო? ერთი ის კაცი მაჩვენე, ...ბებერი მწევრისა და ტრაბახა კურდღლის გასაუბრებაკურდღელმა უთხრა: - მწევარო! შენ რომ დაეძებ, მე ვარო, თუ ვაჟკაცი ხარ, მობრძანდი, აგერ ბუჩქებში ვწევარო. მწ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026