kids.ge logo

ლარიქს სიბირიკა

ფავორიტებში დამატება
(larix sibirica) ციმბირის ნაძვი
ფიქრს დღე და მოსწრება რად გადავალიე?
ლენა, ენისეი, ზაბაკალიე...
აწ ჩემი ოცნება და ჩემი ლირიკა
ბოლი ნაძვია - ლარიქს სიბირიკა.

სხვა იტყვის: სად ჩვენი ქართველი პოტი,
სად მზე კოლხიდისა და სად ჩრდილოთი!
განდევნა მიწამა, ცამ ვერ შერიგა
მაღალტანოვანი ლარიქს სიბირიკა.

ნეგის სიშორე, ურალის ქარ-თოვლი,
ყოფნა ლარიქსისა ცივი, მარტოლი.
დღები სითბოსი ვერვინ დარიგა
და აღარც შენ გერგო, ლარიქს სიბირიკა

ყო დაკარგული - წიაღს რაც ებადა,
ადგილს კატორღათ და გადასახლებათა.
დიდი გარდატეხის ზარი დარეკა
და შენც მოგესმა ის, ლარიქს სიბირიკა!

აწ ვით უსაზღვროა სივრცე შენს გარშემო.
ტყვი: გაიღვიძა მხარემ მძინარემო -
ვითარ დიდია იმ გზათ, იმ არეთა
მძლავრი ენერგია წყალუხვ მდინარეთა

გერ მონადირე მოდის, ვით წველი,
და მას ათასფერი მოაქვს ბეწველი.
თოვლი, როგორც მტვერი, ისე დარეკა
შენმა განრტობამ, ლარიქს სიბირიკა!

ზღაპრულ სიმდიდრეთა დროა მოგროვების,
რაცხელია ოქრო - ოქროების,
შემჭიდრობულთა არა აქა-იქა
გადაჭიმულია ტუნდრა და ტაგა.

მიწას ციმბირისას ტყეთა ამალებით
მისდევს თვალუწვდენი, ვრცელი ტრამალები
რაც კი ფაბრიკების დიდი მილებია,
დიდი ქარხნების ხმას შეხმატკბილებია.

ყინვა გადავიდა, ნისლი გარეკა -
მაისს გამარჯოს, ლარიქს სიბირიკა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მეოცნებე აფრებითსად ოდესმე მეოცნებე აფრებით, ათასფერი იმედით და ზაფრებით, აგასფერის მიმოჰქროდა ხომალდი, მეზღვაურის სულთან...წამყე ბეთანიისაკენ!წამყე ბეთანიისაკენ! იქ სადღაცა, ახლომახლო იყო ორბელიანების და ირაკლის სამოსახლო. გზაზე, სადაც ცაცხვებია დ...თეთრი პელიკანიგადმოფრენას ეს ყორანი მადათოვზე აპირებს, გაანათებს რესტორანი ტივებიან ნაპირს. ასე მიდის ეს ზამთარი სიზმარ...ცამეტი წლის ხარცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა ჭაღარა გულის ზმანება ავი, - ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია, ცამეტჯერ უნდა მოვი...დადგა აგვისტოდადგა აგვისტო. ცა რიდეული დაისიცხება ისევ დილ-დილით; ქალაქს ედება მზე თვითეული ყაყაჩოებით, ტუხტით, პილპილ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026