kids.ge logo

ყვინჩილა

ფავორიტებში დამატება

საქათმის კარებს რომ არ გიღებ,
მისთვის მემდური, ყვინჩილა?
რა გიყო, რა ჩემი ბრალია,
მეზობლის მამალმა გიჩივლა.
მოვარდა დეზების წკარუნით,
- ამ ყმაწვილს არავინ
პატრონობთ?
რადა, ყივილზე ეტყობა,
ყივანახველა აქვს, ბატონო,
გამოვა, შეჯდება სარზე და
გაჰკივის საზიზღარ არიებს,
უფროსებს არ ვჩივი, ბატონო,
ყივანას გადასდებს ვარიებს.
ახლავე მომშორდეს აქედან
და თავის ეზოში ირბინოს,
რადა, მიყარეთ კაკალი,
როდესაც დავაგლეჯ ბიბილოს.
მაშ რაღად მემდური, როდესაც
მეზობლის მამალმა გიჩივლა;
სულ მალე, სულ მალე მორჩები
და ისევ გაგიშვებ, ყვინჩილა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ავადმყოფიდღეს სულ მოწყენილი ვარ, ხასიათი წამიხდა, იცით, ჩემი თოჯინა ძლიერ ავად გამიხდა. ხმას არ იღებს სრულებით, არ...ძმური სამსახურიგამიწიე, მურია, ძმური სამსახურია, ჩემს მაგივრად შეჭამე კარაქი და პურია. და თუ ხვალაც შენ შეჭამ ჩემს მაწონ...გაზაფხულიღამეა, ცაში ომია, ელვა ქვემეხებს ისვრის, ქარმა ღრუბელი დაგლიჯა, ადინა თეთრი სისხლი, წვიმა თქრიალით მოვარდ...კვიციიყო ერთი კვიცი, ყორნისფერი კვიცი, ეშმაკი და მკვირცხლი, ოჩანი და ფიცხი, დედის ურჩი კვიცი. ალბათ, ყველამ იც...მელა და ქათამიმელიამ უთხრა ქათამსო: - რომ შეაბერდი მამალსო, ამაღამ ჩემთან წამოდი, თვალ-მარგალიტით აგავსო. ქათამმა უთხრა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026