kids.ge logo

ბაღის მეგობრები

ფავორიტებში დამატება

ჩვენ ვართ ბაღის მეგობრები,
ერთად ვსწავლობთ, ვთამაშობთ,
ვინმემ თუკი მოწყინა,
რას ვაკეთებთ? - გავართობთ!
-მე ვათხოვებ სათამაშოს!
-მე გავუყოფ კანფეტებს!
-მე ვაკოცებ! ბებომ თქვა, რომ
კოცნა გულსაც ამთელებს.
-მე კი ვკითხავ, ვინმემ ხომ არ
წყენინა ამ დილით?
იქნებ ტკივა მუცელი
და ვერ შეჭამა სადილი?
მეგობრების გვერდით ყოფნა,
ვიცით, ყველას ჭირდება,
ერთად როცა ვართ, არავის
ღარ გაგვიჭირდება!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ძილისპირულიროცა გინდა, დაიძინო, თუ კი კარი გადარაზე, სანამ თვალებს დახუჭავდე, არ შესკუპდე ქანდარაზე! არც თავლაში შეხ...დედათუ გინდა, რომ არასოდეს არ დაბერდეს დედა, გაუღიმე, მიეფერე, როცა დაღლილს ხედავ. დედის გული შენზე ფიქრით, ლ...ბებოს ლხინი- აბა, ჩემო სანოვაგევ ხვავისა, იქეც სტუმრის და მასპინძლის ხალისად! მადლი უფალს, რომ გვარგუნა ლუკმა, მალე ...ქუმელაბაჭოს დედა კურდღელმა მოუმზადა ქუმელა. ცეცხლი მისცა ღუმელმა, წყალი მისცა ღრუბელმა. ბაჭო-ბიჭის ნათლიამ ფქვი...კესოს ლექსიესო-მესო, გაჩნდა კესო! სხივად შეემატა დღესო, როცა სძინავს _ მთვარესა ჰგავს, როცა ღვიძავს _ დილის მზესო. ქ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026