kids.ge logo

გახსენება

ფავორიტებში დამატება
როცა ვიტყვი ი
მაშინ გამო...დი!
ბალღური

თითქოს გუშინ დასრულდა
შინ და გარეთ, შინ,
ჭრელკაბიან ასულთან
თა...მა...ში...

ენკი, ბენკი, სიკლისა,
ენკი, ბენკი, და,
დღენი სიყმაწვილისა
გა...ვი...და.

მოველ შენს ფანჯარასთან
და ვდუდუნებ: ი
შენ კი, შენ კი, არა და
არ გა...მოხვე...დი.

როგორ დაგვიწყები
ენკი-ბენკის ხმა,
რა ხანია, გძებნი და
ვერ მი...პოვი...ხარ...

მოდი, მოდი, დამბუგე,
მოდი, როგორც გსურს,
თორემ ვინ რას გაგებს
გაგი...ჟებულ გულს...

ენკი, ბენკი, სიკლისა,
ენკი, ბენკი, და...
რა თქვან:
სიჭაბუკეც
გა...ვი...და.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვინც ამ გოგოს გააცინებსშტოზე ვაშლი გარჩენილა, ვინც მისწვდება მისია, ვინც ამ გოგოს გააცინებს, გოგოს გული მისია... ეს ცხოვრება ასე...ქვაზე ამოკითხულივაი შენ, წუთისოფელო, დაგცადე ათასფერადა, შორით დაგიდექ, შორიდან არა, არ ღირდი ცქერადა, ახლოს მოველ და დამ...მრავალ-მრავალ ახალ წელსნაძვის ხეზე ჩიტი ჯდება, ოქროს ნისკარტს მაღლა სწევს, საქართველოს სადიდებლად მრავალ, მრავალ ახალ წელს! ჩემი...საახალწლორაც ძველია, ძველია, ძველია და მიდის. დღეს ახალი წელია, ზეიმია დიდი. დაფიფქული წარბებით, დათრთვილული ქუდით...მზესთან ერთადმზე ჩამოდის ფეხით ციდან, ფანჯარაში ჯდება ჩიტად, იმ სიმღერის ჭიკჭიკს იწყებს, მე რომ მომწონს, შენ რომ გინდა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026