kids.ge logo

მამალი

ფავორიტებში დამატება

როცა ავად ვიყავი,
ვსვი და ვყლაპე წამალი
და დედიკომ საჩუქრად
მომიყვანა მამალი.
ერთხელ ძია გვესტუმრა,
ბაბუამ თქვა: - რა ვქნათო?
ბებიამ თქვა: - სასწრაფოდ
მამლაყინწა დავკლათო.
ჰოდა, ეს რომ გავიგე,
მამალს ხელი დავავლე
და ბებიას უჩუმრად
კარადაში დავმალე.
მერე იცით, რა მოხდა?
ბებომ შიშით იკივლა...
იმ სულელმა მამალმა
კარადაში იყივლა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქეთინოს ვედრება მზისადმიმზეო, დაბრუნდი, დაბრუნდი, ნუ ჩაეშვები ზღვაში. ზღვას ცეცხლი წაეკიდება, ჩემი მამა ზის ნავში. იმას რომ რამე ...ბურთი და ნიკორაბურთმა იგორა, იგორა, მინდორი გადაიგორა, მინდვრის ბოლოს რომ მიგორდა ბოლოში დახვდა ნიკორა, ნიკორამ ჰკითხა: ...შაშვებიხეზე შემოსხდნენ შაშვები, შურდულს ესვრიან ბავშვები. - შაშვი ხომ მგალობელია, ჰეი, ბავშვებო, რას შვრებით! და...ხულიგანიიყო ქორწილი ორისა, შევარდნისა და ქორისა, მოფრინდა მართვე არწივთა, თამადად დაჯდა ყანწითა, გვერდით მოისვა ხ...ავადმყოფიდღეს სულ მოწყენილი ვარ, ხასიათი წამიხდა, იცით, ჩემი თოჯინა ძლიერ ავად გამიხდა. ხმას არ იღებს სრულებით, არ...
„ბაჭია“
ნახატის ავტორი:
ბარბარე სოზაშვილი (7)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნოდარ დუმბაძის ლექსი „მამალი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026