kids.ge logo

ცელქები

ფავორიტებში დამატება
შეხეთ ცელქებს, როგორ ჩუმად
მიჰპარვიან მაწვნის ქილას;
ყური უგდეთ, რა ხალისით
უბნება ვანო ილას:
-ამოვუსვათ, ამოვტვლიპოთ,
რას გაგვიგებს ბებიო!
შემდეგ მურით მოვითხუპნოთ
ცხვირ-პირი და ყბებიო.
თუ ფისუას დააბრალებს,
რა სერი იქნებაო!
ჩვენ რომ არა შეგვატყონ რა,
შენ ნუ გაგეცინებაო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შოშია- რად მოფრენილხარ, შოშიავ, შენ ასე ადრიანადა? - რა ვქნა, ვერ ვძლებდი, სულ მუდამ ვიყავი დარდიანადა. გული დ...ჩიტი და ილაპატარა ილამ ეზოში ბევრი იცელქა დილითა; გამოაყრუა მიდამო გამხმარი ლელის სტვირითა. შემდეგ მოახტა ცხენჯოხას,...ჩემს ცელქებსჩემო პატარა ცელქებო, ჩემო ვარდნო და იებო, ტკბილ ენით მოჭიკჭიკენო, ლამაზო დილის მთიებო. თქვენი ალერსით დამ...ზამთარითეთრად ქათქათებს მინდორი, ბიჭო, რას უზი კერასა? გამოდი, გამომზიგულდი, რა სჯობს ამ თოვლის ცქერასა! შეხედე ...ჩემო ტკბილო საქართველოვჩემო ტკბილო საქართველოვ, მოგილოცავ დღეის დღესა; მონობიდან თავდახსნილო, აღარ ისმის შენი კვნესა. თუ რამ გჭი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026