kids.ge logo

ყველაზე ლამაზო

ფავორიტებში დამატება

ყველაზე ლამაზო,
ყველაზე კეთილო,
ნუ სწყრები მალ-მალე,
პატარა დედილო!

მე მინდა, ყოველთვის
ცინო ლამაზად,
ნებივრად გივლიდეს,
მე ვეტყვი მამასაც.

თავზე რომ მევლები,
ზრუნვით რომ დამცქერი,
ახლა მე ვიქნები
სულ შენი დამცველი.

პატარა, ჯიტი
თუ გყავდი აქამდე,
ხომ უკვე დიდი ვარ,
დარდები გაფანტე.

გამგონეც ვიქნები,
დამჯერიც ვიქნები,
ღონდაც ნათელ შუბლს
ნუ იღლი ფიქრებით.

თუ რამე ვიტკინე,
მიშუშებ ალერსით.
ახლა მე გაკოცებ
მაგ ლამაზ თვალებში!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კიკლი-კიკლიკიკლი - კიკლი, კიბესა, ყურცქვიტების ციხესა ბაჭიები სკუპიან, მელა კბილებს ილესავს : - სტაფილო მაქვს ჩანთით...საქანელაახლა ჩემი ჯერია, ჩამობრძანდი, მელია! გელოდები, ­ ლოდინით გული გადამელია. ეგ რა მეგობრობაა, მარტო შენ რომ ...ციგაობაგაჰკრა ბაბუა ზამთარმა, ზეცა გაფხრიწა ნეკითა, დაეშვა თოვლის ფანტელი, ერთმანეთს გამოეკიდა. მეცნო მრავალი შრ...ჭუპა-ჭუპაჭუპა-ჭუპა! წყალი მალე! თავი უკვე დავიბანე, უჰ, რამდენი ქაფი დადგა, შიგ ყელამდე დავიმალე! თურმე ჩემი თოჯინ...მე და დედამე და დედა რატომ ვართ მეგობრები, არ იცით? იმიტომ, რომ ერთმანეთს ვეხმარებით ხალისით. შველა მინდა? - მიშველ...
„მარიკოს ჭიამაია“
ნახატის ავტორი:
მარიამი გუნჯუა (4 წლის და 8 თვის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული მაყვალა მრევლიშვილის ლექსი „ყველაზე ლამაზო“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026