kids.ge logo

ფისო

ფავორიტებში დამატება
ფისუნია, ფისო,
არვინ გაჭმევს ტკბილსო,
ცალი თვალი ნუშს მიგიგავს,
ცალი - მწვანე ღილსო.
დედა ამბობს: - წუწკიო,
ბებო ამბობს: - მღლისო,
ბაბუ ამბობს: - მთელი ღამე
თაგვი შაქარს ღრღნისო,
ეს ყურსაც არ აპარტყუნებს
თავს ვერ ართმევს ძილსო,
მაქნისია რისო,
მარტო კნუტებს ყრისო.
ჩემზეც ასე არ ამბობენ?..
ფისო, რა გიკვირსო?!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხანძრობანახანძრობანას თამაში შეიძლება თავლაში?! ქალბატონო ასმათი, დაუმალეთ ასანთი! ნოდარიკო თავბუა, ნუ აწვალებ ბაბუ...ნოდარიკოს სტუმარიზღაპარ იყო, ზღაპარ იყო, წყალში ყინვა ჩამდგარიყო, ღობემძვრალა ჭინჭრაქასთვის ტყეში მოცვი გამქრალიყო, მშიერი...გაზაფხულიღამეა, ცაში ომია, ელვა ქვემეხებს ისვრის, ქარმა ღრუბელი დაგლიჯა, ადინა თეთრი სისხლი, წვიმა თქრიალით მოვარდ...პრანჭიებისულ ერთი ციცქნა, პაწია ბოსტანი ჰქონდა ბაჭიას, ისე პატარა ბოსტანი, ხან ჩიტი ჭამდა, ხან - ჭია, იქვე ბაჭიას ...საწყალი ბაბუაჩემი საწყალი ბაბუა უწყინარია, კეთილი, დღედაღამ ჩაფიქრებული, ოთახში გამოკეტილი. ვთხოვ: - ბაბუ, ტყეში წავიდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026