kids.ge logo

მალე ფერგადაშლილი

ფავორიტებში დამატება
მალე ფერგადაშლილი,
ამწვანდება ტყე-ველი,
გაიშლება ყვავილი,
სურნელების მფრქვეველი;

გაცოცხლდება დაფნარი,
მთის მწვერვალი, ტყის პირი,
და დაივლის ნარნარი
გაზაფხულის ზეფირი.

წყნარი სევდა მეწვევა,
წამიღებს სიმთა ჟღერა;
ნისლით გამოერკვევა
ჩემი გულის სიმღერა.

ქვებს, ბალახებს დაატკბობს
ჰანგი თავისებური,
მკაცრი - მაგრამ ლამაზი,
ნაზი - მაგრამ ველური.

როდი მიყვარს, გულისთქმა
თუ ნაღველს არ ერევა,
თას ხმაში ჩემი ხმა
ამ ხმამ განაცალკევა.

როდი მიყვარს, გულისთქმა
თუ გულმავე არ ჰპოვა,
თას ხმაში ჩემი ხმა
ამ ხმამ განამარტოვა...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

უმაღლეს მწვერვალთა მსუბუქო ღრუბელო!უმაღლეს მწვერვალთა მსუბუქო ღრუბელო! შენ, როგორც კლდეებზე მერანი უბელო, მიგაფრენს მუსუკის მღელვარე ნაკადი,...მოგონება ჩვენი ჭალისასაღამო ხანად ჩალანდრის ცხენი მე მაგონებდა გორებს შორებელს, ფშანში ლანდივით დასცქეროდნენ ხენი ბინდის მეგობ...ქარი მოგონებათააგვისტო. თბილი სამხრეთის ქარი შენს ლაჟვარდოვან მანდილში ჰქროდა; ისმოდა შორი „რაშო-და შოდა და კრიალე...მერიშენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი! მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა, სანდომიან ცის ელვა და ფერი მწუხარე იყო...უსიყვარულოდუსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრშება სასიხარულოდ... უსიყვარულოდ არ არსებო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026