kids.ge logo

ის მიდიოდა ქუჩაში ერთი

ფავორიტებში დამატება
ის მიდიდა ქუჩაში ერთი,
მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი;
მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი,
მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი.

იგრძნო, რომ მაინც საოცრად ცხელა.
გადიძრო ქუდი. მხურვალე შუბლი.
წვიმის წვეთები მარცვლების ხელა,
სიმოვნება ამ გრილ ღრუბელით.

თითქოს არ გრძნობდა სახლებს და კედლებს,
ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს.
ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს,
როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს.

როგორ, საიდან… არ იცის თვითონ.
ის უცნობ ხიდზე დგას. სხვაა ხიდი.
მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ,
ის ახლა გახდა წყნარი და მშვიდი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დაღლილ წამწამთ ქვეშდაღლილ წამწამთ ქვეშ გამოხედვას უდაბნოსებურს, რაც დასრიალებს უმიზნობით ხანდახან ქალში, შეუბოჭია მოძრაობა მ...მთაწმინდის მთვარეჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდ...კუმისისილაჟვარდე მთვარის ჩუმის მოჰფენია ცისფერ კუმისს, ტბას დასცქერის მდუმარე ტყე მოდარაჯე ჩამიჩუმის. დაფიქრები...იქ პოეზიის ფრიალებს დროშაზღვაში გადვისვრი ბედითი ბადეს, რომ ოქროს თევზი მოჰყვეს ცბიერი. მისი დანახვა მრავალჯერ სცადეს, მე კი ნამდვ...ისევ მესხის გამოხედვაშენ სიყრმიდან იცნობ ომებს, გიყვარს ხმალთა სტვენა. ყვავ-ყორნების არ გაშინებს შავზე შავი ფრენა. ომთა გრგვინ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026