kids.ge logo

წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა

ფავორიტებში დამატება
ხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
დადიდხანს, დიდხანს არ დამეძინა;
მე მქონდა ბინა, თავშესაფარი,
მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა.

ხან კარებს უკან ატირდებოდა,
ხან დარაჯობდა სარკმელის წინა.
გადამიშალა თვალწინ წარსული
და მწარედ, მწარედ ამაქვითინა.

მისებრ პოტი ვიყავ უცნობი -
ვეხეტებოდი სევდიან ღამეს,
რამდენ ტკბილ ფიქრებს მოღო ბოლო,
რამდენ ოცნებას, რამდენ სიმეს!

წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
და როცა დილით გამომეღვიძა,
ყვითელ ფოთლებს და დამსხვრეულ რტოებს
მიმოფარათ ყამირი მიწა.

ბაღში გავედი... იქაც ბილიკზე
ფენილი იყო ფოთოლი რბილი,
და დიდხანს, დიდხანს ვხეტილობდი
წარსულ სიზმრებში გადაფრენილი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ისღამემ მოვერცხლილ ძაფების გროვა გადააქსოვა სარკმლის მწვანე ბროლს, სარკეს ანათრთოლს დაუახლოვა და დაათოვა სუ...სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაშიდედაო ღვთისავ, მზეო მარიამ! როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი, ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია და შორეული ცის სილა...ობელისკიობელისკს, თეთრი მხრიდან მოტანილს, ჩვენ შევცქეროდით ძახილით: დაგმეთ ეჩვენებოდათ ქვის თლილი ტანი ყველასთვის...სად იყო სმენა და გაგონება?ახალი ჰანგი ენატრება ცას უკანასკნელს, მე ვგრძნობდი მაშინ, რომ სტოპვებდა ზეშთაგონება— თვით მურილიოს,...დამწველი თავის სიმშვენიერითდამწველი თავის სიმშვენიერით, დამშვენებული უხვი განგებით ფეხთან პერანგი იწვა ცბიერი, როგორც ელვარე ფარშავა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026