kids.ge logo

დაღლილ წამწამთ ქვეშ

ფავორიტებში დამატება
დაღლილ წამწამთ ქვეშ გამოხედვას უდაბნოსებურს,
რაც დასრილებს უმიზნობით ხანდახან ქალში,
შებოჭია მოძრაბა მთელი ქვეყნისა,
მთელი ქვეყანა გახველა ქალის დალალში.

ჩემი ცხოვრება, ვით სხელი დამარხველი,
წარსულისაგან სწყევლის, სწყევლის ამ ფერმკრთალ სახეს,
ის ვერ განშორდა განმყინვებელ, მკვლელ თვალთა ცქერას,
ვერ განერიდა თმას მთრთოლავსა და მოცახცახეს.

სიზმართა რგოლში ჯადო მკაცრი ტანჯვა-წამების
მაჩვენებს ხოლმე სახეს მწარეს და სახეს ველურს:
სიზმართა რგოლში მე ვიგონებ ჩემს დამმონებელს,
დაღლილ წამწამთ ქვეშ გამოხედვას უდაბნოსებურს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სასწაულსშეუნდე, შეუნდე, შეუნდე ბნელ ცოდვილს, ლუციფერს, ჩემს სულში ავობით მძინვარეს, ლუციფერს, მრისხანე ვეფხვივით ...იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებსვარსკვლავების თოვლი ცას შელეკია. მესმის რულში,როგორც ყრუ ელეგია, მატარებლის დამღალველი ხმაური, რაღაც მღვრ...დადგა აგვისტოდადგა აგვისტო. ცა რიდეული დაისიცხება ისევ დილ-დილით; ქალაქს ედება მზე თვითეული ყაყაჩოებით, ტუხტით, პილპილ...დაბრუნებალიხს აქით და იქით, მტკვარს, ლიახვს და ფაზისს, არქმევენ უდაბნოდ გადაშლილ ოაზისს, სადაც მზე მწველია, ცხელია...ედგარი მესამედჩვენ მივდიოდით ტაძრისკენ ორი. იყო საღამო. ლოცვები. ზარი. და ჩვენს საოცარ გზაზე, ლენორა, რტოებს ტირილით ამ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026