kids.ge logo

ვერხვები

ფავორიტებში დამატება
ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი
და ნისლს მთებისას გაფენს აფრად,
ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი
აშრიალდება უშორეს ზღაპრად.
ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს
ძველი ღვინის სმით, უღონოდ, მძაფრად,
სადღაც დაკარგულ ვარდს და გვირილებს
მოგონებებში ვიჭერ თანაბრად.
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ...
სად, როდის, რისთვის? არ ვიცი, არა!
იყვნენ ოდესღაც და მიძინათ...
ღელავს ფოთლების მწყობრი კამარა.
მას შემდეგ ბედი და იალქანი
ქარის სიმძიმით გადაიხარა,
შენ კი სადა ხარ ამდენი ხანი?
რისთვის, ან ვისთან? არ ვიცი, არა!
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ,
ეს იყო ვერხვის ფოთოლთა კვნესა,
დრომ ყვავილებით დაგვაგვირგვინა,
მე პაჟი ვიყავ, ის კი - პრინცესა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კავშირი გულთა შორისდიდო არმია! არის შენი მედგარი მხარი ჩვენი სამშობლო მხარის მარჯვე ხმალი და ფარი. მებრძოლმა ჩვენი ველის, ჩვ...მივალ, გადავკოცნიმივალ, გადავკოცნი ჩემსა მთვარესა, სიტყვებს გადავტყორცნი მწარე-მწარესა. გიშრის კაკანათებს ნუ ჰფენ ქარებსა,...მატარებლიდანშორით გამოჩნდა ფოსტა, იჭერს წერილებს მაღლით გაჩერებული ხბოსთან ბიჭი პატარა ძაღლით. გვიან ყვავილთა რიგით ბ...ეს მძინარე მთა და ველიმწუხარებავ, როგორც გველი, ხშირად გულში გამიარ, ეს მძინარე მთა და ველი იყოს მრავალჟამიერ! შენ, მეღვინე, ღვ...მესხის გამოხედვაის გამოხედვა მზიური შვილთა ვალი და სესხია, შეგრძნება ტიტანიური, იტყვი: ნამდვილი მესხია. ის გამოხედვა სხვა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026