kids.ge logo

აკაკის ლანდი

ფავორიტებში დამატება

მდუმარე მხარეს შორი მთებისას
დაჰხარის ღამე და ანდამატი.
იქ, როგორც ლანდი მწუხარებისა,
გამოჩნდა მაღალ პოტის ლანდი!

თეთრი ჭაღარით მოსილი თმები
ლავდა ელვის ელვა-ციმციმით
და მოხიბლული იყო მთიბი
დადებულ სახის ღვთაებრივ ღიმით.

მძიმე და დაღლილ ფეხის ხმას გრძნობდა
ნელი-ნელ მსვლელი ღრუბელი ჩემი
და მოძრაობდა ღამის მნათობთა
ღელვებული ელიზიმი.

გრძნობდა თანაბარ მოახლობას
განცვიფრებული და დიდი მთები,
შეუცნობ-ხშირი შრილით შეკრთა
მშობლირი ტყის მწვანე ზვირთები.

მაშინ ბავშვივით მიჩუმდა შქერი,
შეწყდა მდინარეთ ზვირთების მღერა,
მხოლოდ გრიალმა გზა მრავალფერი
ნაპერწკლის დროშით აელფერა,

და სადუმლო შუქით შემოსა
მიწყნარებული გზა იშვითი: -
ჩუმად... დაღლილი სანთლებით მოდის
მწუხარე ლანდი... მაღალი ლანდი.

ოჰ! ასეთია დღეს განსაცდელი
და არ დაგვტოვებს პოტი ობლად,
რომ არ აანთოს ისევ სანტელი
დავიწყებული ხატის მახლობლად.

იქნება ჩვენთვის, იქნება ჩვენში,
იქნება ჩვენთან მარად და მარად!
ჩვენი ზღაპრების სიდიდეში,
ჩვენი ფიქრების ლურჯ ნიავქარად.

არ მოგაკლებს მადლს და შუქს უსიტყვოს
მისი, პოტის, მაღლით ანთება.
კურთხელი იყოს, კურთხეულ იყოს,
კურთხეულ იყოს ეს მოლანდება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხსოვნასმოუწოდეს იმას ძველად, ზარები რომ დარეკოს, რომ სიმღერა მთა და ველად გვირგვინივით გადაარეკოს. იგი დაფნის იყ...ეს წინათ იყოეს წინათ იყო, მდინარეს თითქო ვერცხლის ეფინა მძინარე ჩადრი და კიდეებზე მდუმარედ იდგა შეუცნობელი შრიალი ჭად...კაკლის ხე მთაწმინდაზეთითქო დაეშვა შავი ფარდები, ღამის წყვდიადში ისე მწარდები. ცივია გული? არ შეუყვარდი? არაფერია, შეუყვარდები....მაისის ისრითამ ვარდობისთვის ვარდებით ვთვრები, კარგია თრობა. არ მებრალება მე ჩემი მტრები, და ვიცი მტრობა. მაისის ისრით...თეთრი პელიკანიგადმოფრენას ეს ყორანი მადათოვზე აპირებს, გაანათებს რესტორანი ტივებიან ნაპირს. ასე მიდის ეს ზამთარი სიზმარ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026